მთავარისიახლეებიკონფლიქტებირუსეთმა ღამით უკრაინის რეგიონებს ისევ შეუტია, არის მსხვერპლი

რუსეთმა ღამით უკრაინის რეგიონებს ისევ შეუტია, არის მსხვერპლი

Published on

რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქის ქალაქ ბილა-ცერკვაზე დრონებით იერიში მიიტანეს, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი ავტოფარეხის კოოპერატივში ხანძრის ჩაქრობის დროს აღმოაჩინეს.

ამასთან, წუხელ რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმსაც შეუტიეს, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, არიან დაშავებულები, მათ შორის ერთი ბავშვი.

სუმის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი კრივოშენკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი შენობები დაზიანდა.

„დაზიანდა ოთხი საცხოვრებელი შენობა, ჩამსხვრეულია დაახლოებით 50 ფანჯარა. არიან დაშავებულები, მათ შორის ერთი ბავშვი. ხანძარი ლიკვიდირებული“, – აღნიშნა კრივოშენკომ.

რუსებმა ოდესის ოლქის იზმაილის რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურაც დაბომბეს. თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...