მთავარისიახლეებიმსოფლიოერდოღანის თქმით, პუტინი და ზელენსკი ერთმანეთთან შეხვედრისთვის ჯერ მზად არ არიან

ერდოღანის თქმით, პუტინი და ზელენსკი ერთმანეთთან შეხვედრისთვის ჯერ მზად არ არიან

Published on

რეჯებ ტაიფ ერდოღანის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჩინეთში და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დაასკვნა, რომ მხარეები ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის ჯერ მზად არ არიან.

ერდოღანმა ჩინეთიდან დაბრუნებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტამბოლში ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთისა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა ღიაა.

ერდოღანის მტკიცებით, თურქეთი მხარს უჭერს „მოლაპარაკებების დონის თანდათანობით ამაღლებას“, რათა მშვიდობის იმედები კონკრეტულ შედეგებად იქცეს. მან ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი ინიციატივა საბოლოოდ ლიდერების დონეზე უნდა განიხილონ, თუმცა ჯერ პირობები არ არის შექმნილი.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...