მთავარისიახლეებიპოლიტიკადაკავებული აქციის მონაწილეების რიცხვი 23-მდე გაიზარდა

დაკავებული აქციის მონაწილეების რიცხვი 23-მდე გაიზარდა

Published on

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 23-ამდე გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, ყველა პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა შეწყვიტონ.

აქცია თავდაპირველად პარლამენტის უკანა შესასვლელთან პლენარული სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. მოქალაქეები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას აპროტესტებენ.

მათ რამდენჯერმე სცადეს გზის გადაკეტვა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. დღის ბოლოს აქციის მონაწილეთა ნაწილმა თეატრალურ უნივერსიტეტთან გადაინაცვლა, სადაც მათ გზის გადაკეტვა სცადეს, ადგილზე პოლიციამ საერთო ჯამში ჯერ 16, შემდეგ კი კიდევ 7 ადამიანი დააკავა.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...