მთავარისიახლეებიპოლიტიკა"დაგვისაბუთონ და შევასრულებთ..." - კობახიძე ევროკავშირის მოთხოვნებზე

“დაგვისაბუთონ და შევასრულებთ…” – კობახიძე ევროკავშირის მოთხოვნებზე

Published on

ბიძინა ივანიშვილის პირადი პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის წერილზე რეაქცია უკვე იყო და პასუხიც გაგზავნილია. ის ევროკავშირის მოთხოვნების დასაბუთებას ელოდება. 

“რაც შეეხება 31 აგვისტოს და ჩვენს პასუხს ევროკავშირის მიმართ, დოკუმენტი შედგენილია, გაგზავნილია ევროკავშირში. რაც შეეხება მის გასაჯაროებას, არ ვიცით, ვნახოთ, როგორია პროცედურები, გასაჯაროებაც შესაძლებელია ამ დოკუმენტის, თუმცა პირველ რიგში, ჩვენ ვიყავით ვალდებული, ეს დოკუმენტი გაგვესაჯაროებინა ევროკავშირისთვის და ეს გავაკეთეთ სათანადო ვადებში, დაველოდებით ევროკავშირის პასუხს… ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ აბსოლუტურად უკლებლივ ყველა გონივრული მოთხოვნა, უნდა დაგვისაბუთონ, რომ მოთხოვნები არის გონივრული და ყველას შევასრულებთ.

იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც იყო გონივრული და თავიდან ბოლომდე შევასრულეთ. იყო არაგონივრული მოთხოვნები, ვერ დაგვისაბუთეს რატომ ითხოვდნენ ამ ყველაფერს, მათ შორის იგივე ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით კანონის შესახებ რა მოთხოვნებიც ჰქონდათ, იგივე “გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით რა მოთხოვნებიც ჰქონდათ.

ვერ ასაბუთებენ, რატომ არის გაუმჭვირვალობა კარგი. ვერაფრით ვერ ასაბუთებენ, ან რატომ არის კარგი ის, რომ ერთნაირსქესიანმა წყვილმა აიყვანოს შვილად არასრულწლოვანი.

დაასაბუთონ, ამასაც შევასრულებთ. ისინი ითხოვენ იმ კანონის გაუქმებას, სადაც წერია, რომ არ შეიძლება მაგალითად ერთნაირსქესიანმა წყვილმა აიყვანოს არასრულწლოვანი ბავშვი – რატომ ითხოვენ ამის გაუქმებას – დაგვისაბუთონ, დაასაბუთებენ – გვექნება რეაქცია”, – განაცხადა კობახიძემ. 

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...