მთავარისიახლეებიპოლიტიკაახლო მომავალში თბილისში ჩამოსვლას არ ვაპირებ - გიორგი გახარია

ახლო მომავალში თბილისში ჩამოსვლას არ ვაპირებ – გიორგი გახარია

Published on

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ “უახლოეს მომავალში” საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

მან ამასთანავე დაადასტურა, რომ მიიღო გერმანიაში ბინადრობის მოწმობა.

გახარია ამბობს, რომ ეს არ არის პოლიტიკური თავშესაფარი, არამედ მუშაობის უფლება, ხოლო მისი საქმინაობა გერმანიაში სწორედ საქართველოსთან და მის “ევროპულ მომავალთან” იქნება დაკავშირებული.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, მისი დაპატიმრების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ “ქართულ ოცნება” ჯერ ამისთვის საკმარისი რესურსი არ აქვს.

ამის ნაცვლად, გახარიას თქმით, ივანიშვილის მთავრობა მისი პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას შეეცდება.

“ბინადრობის ვიზა, ეს არის უბრალოდ ხანგრძლივი ვიზა, რაც ფორმალური პროცედურების დაცვით ევროპაში ხანგრძლივი მუშაობის შესაძლებლობას მაძლევს. მე არ ვგულისხმობ სამსახურის ძებნას – მუშაობას პარტიის, ქვეყნის, მათ შორის, ექსპერტულ ინტერესებში. ჩვენ საექსპერტო წრეებთან ერთად პროექტს ვამზადებთ, რომელიც სულ მალე ცნობილი გახდება.

არცერთ შემთხვევაში ეს არ არის პოლიტიკური თავშესაფარი, ჩვენ არ ვსაუბრობთ პოლიტიკურ თავშესაფარზე. ამისგან უნდათ რაღაც მითის შექმნა. ეს არის მუშაობის უფლება, ეს მუშაობაც პირდაპირ დაკავშირებული იქნება საქართველოსთან, ქვეყნის ევროპულ მომავალთან და ეს მუშაობა იქნება დაკავშირებული ექსპერტულ საქმიანობასთან ევროინტეგრაციის და ევროკავშირის გაფართოების, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. ყველაფერი იქნება საქართველოს ირგვლივ…

ხაზგასმით ვამბობ, რომ უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლას არ ვაპირებ და აქ არაფერი გასაკვირი არ არის. მე არ ვთვლი, რომ დღეს “ოცნებას” არ აქვს რესურსი, რომ მე დამიჭიროს. მიუხედავად იმისა, რომ იქ ერთი საქმეა აღძრული, გამოძიება მიმდინარეობს, მეორე საქმეა აღძრული, იქ ხმები მომდის, რომ კიდევ რაღაც სხვა საქმეების გამოძიების პროცესი გააქტიურებული აქვთ, მე არ ვთვლი დღეს, რომ “ოცნებას” აქვს რესურსი გიორგი გახარია დააპატიმროს. მაგრამ იმის რესურსი “ოცნებას”, რომ შემიზღუდოს პარტიული და პოლიტიკური საქმიანობა მაშინ, როდესაც საქართველოში ვიქნები, აქვს.

ვგულისხმობ იმას, რომ მატარონ სხვადასხვა საქმეების დაკითხვებზე, შექმნან ამისგან რაღაც პიარული თემები, შემდგომ შემიზღუდონ ქვეყნის დატოვება, შემიზღუდონ მობილობა და ა.შ.. ფაქტია, რომ დღეს “ოცნებას” აქვს საჭიროზე ბევრი რესურსი იმისთვის, რომ ჩემ პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვაში ბერად უფრო ეფექტური იყოს მაშინ, როდესაც მე ვიქნები თბილისში”, – განაცხადა გახარიამ.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...