მთავარისიახლეები2008 წელს ქართული ჯარი პოლიტიკოსების ომში აღმოჩნდა, მათ ცხინვალს შეუტიეს – წულუკიანი

2008 წელს ქართული ჯარი პოლიტიკოსების ომში აღმოჩნდა, მათ ცხინვალს შეუტიეს – წულუკიანი

Published on

პარლამენტში ივანიშვილის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა მისი კომისიის ანგარიშის წარდგენის დროს 2008 წლის ომზე საუბრისას თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების ომში აღმოჩნდა, რომელმაც გარე ძალების დახმარების იმედით და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს.

“ნაციონალურმა მოძრაობამ და მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს შეუქმნეს ის სამართლებრივი საბაბი, რაც რუსეთმა სათავისოდ და საქართველოს საზიანოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის 2008 წელს გამოიყენა. საგამოძიებო კომისიის წინაშე მოწვეულმა კოდორელებმა, რომლებიც სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდნენ ან ხეობის მკვიდრნი იყვნენ და ხელში იარაღით იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სახელმწიფოს მხრიდან ხეობაში ნაციონალური მოძრაობის მიერ ჯერ კიდევ 2006 წლიდან დაგეგმილი ღონისძიებები შეაფასეს როგორც განზრახი ქმედება, რომელიც ხეობის მოსახლეობისგან დაცლას და რუსეთისთვის გადაბარებას ისახავდა მიზნად.

საკუთრივ 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებთან დაკავშირებით გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ თავდაცვის მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა და შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, რომელთაც არანაირი სამხედრო განათლება და გამოცდილება არ გააჩნდათ 2008 წლის 6 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით, უარყვეს სამხედრო პირებისგან შემუშვებული სამოქმედო გეგმა. სამხედრო პირთა მიერ დასამტკიცებლად წარდგენილ სამოქმედო გეგმაში პოლიტიკოსების მიერ შეტანილი ცვლილებების მიზანშეწონილება და ამ ცვლილებების შედეგად განხორციელებული ქმედებები მრავალ კითხვას აჩენს და საჭიროებს თავდაცვის სისტემის წარმომადგენელთა მიერ დამატებით ანალიზსს. […]

საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ცნობებიდან – გენერალი გოგავა, გენერალი ყურაშვილი, გენერალი ბალახაძე, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის მოადგილე შალვა ჯანაშვილი, სამხედრო ექიმი ლაშა ქოიავა და სხვები – ცალსახად იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების ომში აღმოჩნდა, რომელმაც გარე ძალების დახმარების იმედით და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს მიმართულება განსაზღვრეს. ამასთან ერთად, საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით, ძირითად მიმართულებაზე ანუ ცხინვალზე, როგორც ისინი უწოდებენ, სამხედრო ამოცანის შესრულება დაევალა არა თავდაცვის შეიარაღებულ ძალებს, არამედ შსს-ს, რამაც თავდაცვის ძალებში დეზორიენტაცია, ხოლო სამოქალაქო მოსახლეობაში გაურკვევლობა და დაუცველობა გამოიწვია”. – თქვა წულუკიანმა.

სიახლეები

დაკავებული აქციის მონაწილეების რიცხვი 23-მდე გაიზარდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 23-ამდე გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, ყველა პირი ადმინისტრაციული წესით...

ერდოღანის თქმით, პუტინი და ზელენსკი ერთმანეთთან შეხვედრისთვის ჯერ მზად არ არიან

რეჯებ ტაიფ ერდოღანის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჩინეთში და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან...

შსს აცხადებს, რომ აქციის 16 მონაწილე დააკავა

შსს აცხადებს, რომ აქციაზე 16 პირი დააკავა, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებს, სტრანსპორტის სავალ ნაწილზე...

სად არის სახალხო დამცველი?! მოვუწოდებ, იმოქმედოს! – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ სახალხო დამცველი დუმს და უმოქმედოდაა საზოგადოების უფლების...