მთავარისიახლეებიკახა კალაძისთვის "ევროკავშირი ღირებულებებისგან დაცლილია"

კახა კალაძისთვის “ევროკავშირი ღირებულებებისგან დაცლილია”

Published on

კახა კალაძისთვის “ევროკავშირი ღირებულებებისგან დაცლილია”. ამის შესახებ მან პირველების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. დედაქალაქის მერი ამტკიცებს, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა საკუთარ თავსაც და მეგობარ ქვეყნებსაც.

ამასთან, ივანიშვილის გუნდის წევრი ისევ წინა ხელისუფლებისკენ იშვერს ხელს და ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატია სწორედ “ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დამყარდა.

აბსოლუტურად დაცლილია ევროკავშირი იმ ღირებულელებისგან, საითაც ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო მიისწრაფოდა. ევროპულმა ბიუროკრატიამ სერიოზული პრობლემები შექმნა დღეს როგორც თავად ევროპისთვის, ასევე მეგობარი ქვეყნებისთვის.

ასოცირების ხელშეკრულებით რაც არის გათვალისწინებული, ყველა ნაბიჯი იქნება ზედმიწევნით. თუ ადამიანის უფლებები ილახებოდა, ეს იყო 2012 წლამდე. განსხვავებულ მოსაზრებას ვერ გამოხატავდი, მაშინვე ან შენ დაგიჭერდნენ, ან შენი ოჯახის წევრებს და ამას უწოდებდნენ დემოკრატიის შუქურას. წარმოგიდგენიათ? ის, რაც ხდებოდა 2012 წლამდე, თურმე ყოფილა დემოკრატიის შუქურა და დრევანდელი მოცემულობა და ვითარება თურმე ყოფილა პრობლემური, – ამბობს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ “ოცნებისთვის” მიცემული ვადა გუშინ ამოიწურა. სასწორზე ქართველების ყველაზე დიდი მონაპოვარი, ვიზალიბერალიზაცია დევს.

“ქართულ ოცნებას” 31 აგვისტომდე 4 ძირითადი მოთხოვნა ჰქონდა შესასრულებელი. საუბარია რეპრესიული კანონების გაუქმებაზე, პოლიტპაატიმრების გათავისუფლებაზე, სამოქალაქო აქტივისტების დევნის შეწყვეტასა და პოლიტიკურ დიალოგზე ოპონენტებთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო “პირველებთან” მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. უწყება ამტკიცებს, რომ ევროკომისიას ანგარიში გუშინ დადგენილ ვადაში მიეწოდა, თუმცა პასუხის შინაარსს არ აკონკრტეტებს.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...