მთავარისიახლეებიკონფლიქტებირა ხდება მოსკოვში, ბალაშიხაში, სადაც დიდი ქიმიური ქარხანა იწვის

რა ხდება მოსკოვში, ბალაშიხაში, სადაც დიდი ქიმიური ქარხანა იწვის [ვიდეო]

Published on

მოსკოვში ცეცხლი გაჩნდა ბალაშიხას ქიმიურ ქარხანაში, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია რუსეთში. ხანძრის კერა, სავარაუდოდ, საწყობში იყო, ხოლო შემდეგ ცეცხლი სწრაფად გავრცელდა არამარტო საწყობებში, არამედ საამქროებშიც.

ხანძარი დაახლოებით 11:30 (თბ.დროით) საათზე გაჩნდა და მისი არათუ ლიკვიდირება, ლოკალიზებაც კი ვერ ხერხდება, ცეცხლი უკვე 4.000 კვადრატულ მეტრზეა მოდებული და უკვე ვერტმფრენებიც ჩართეს ქრობის პროცესში, თუმცა, ამაოდ.

კვამლის სვეტი იმდენად მაღალია, რომ მეზობელი ქალაქებიდან შოლკოვოდან და ნოგინსკიდანაც კი ჩანს. ქრობას ართულებს ის, რომ ცეცხლი საწყობების ფართობს მოედო, სადაც ემალი და ავტომობილების საღებავები დიდი რაოდენობით ინახება. 

კადრები, სადაც ალმოდებული ქარხანა ჩანს, შეგიძლიათ ნახოთ “ოდიშის” ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...