მთავარისიახლეებისაზოგადოება"ვერასდროს ვირწმუნებ გამარჯვების, რომელიც დაცლილია მორალისგან" - ბოკუჩავა ჩერგოლეიშვილის პოსტზე

“ვერასდროს ვირწმუნებ გამარჯვების, რომელიც დაცლილია მორალისგან” – ბოკუჩავა ჩერგოლეიშვილის პოსტზე

Published on

“ვერასდროს ვირწმუნებ გამარჯვების, რომელიც დაცლილია მორალისგან”, – ასე ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ტამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქპოსტს.

ბოკუჩავა აცხადებს, რომ თუ ბრძოლაში ოპოზიცია ოპონენტს დაემსგავსება, გამარჯვებას ვერასდროს მოიპოვებს და მიუღებლად მიიჩნევს მიზნისთვის ბრძოლას, სადაც ინსტრუმენტად უდანაშაულო ბავშვები გამოიყენებიან.

ღრმად მწამს იმის, რომ ჩვენ თუ დავემსგავსეთ ივანიშვილს ჩვენს ბრძოლაში მისი რეჟიმის წინააღმდეგ, რეჟიმი, რომელიც ჩვენს შვილებს აშინებს, იჭერს, აწამებს, წამლავს, ჩვენ ვერ მოვიპოვებთ გამარჯვებას. მე არ მჯერა პოლიტიკის და ვერასდროს ვირწმუნებ გამარჯვების, რომელიც დაცლილია მორალისგან. არ მჯერა ასეთი პოლიტიკის. ამიტომ, ნამდვილად მიზანშეწონილად მივიჩნევ, რომ შეიკრიბოს ე.წ. რვიანის ფორმატი. 8 პარტია ნამდვილად მნიშვნელოვანი მიზნის ირგვლი გაერთიანდა, თუმცა ვერცერთი მიზანი ვერ გაამართლებს საშუალებას, სადაც ინსტრუმენტად იქცევიან უდანაშაულო მცირეწლოვანი ბავშვები, – ამბობს თინა ბოკუჩავა.

თამარ ჩერგოლეიშვილმა ერთ-ერთი მედიის (News.On.ge) ფეისბუკგვერდზე მის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წყევლითა და უხამსი ლექსიკით უპასუხა. მან საპასუხო კომენტარებს დაურთო ადრესატების ფეისბუკგვერდების მთავარი ფოტოები, რომლებზეც ბავშვები იყვნენ გამოსახული.

აღნიშნულის შემდეგ თინა ბოკუჩავამ 8 პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართა, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...