მთავარისიახლეებისაზოგადოება"მისჯაზე მეტად ის მეწყინება, თუ დიდი რაოდენობით არ გამოვა ხალხი გარეთ" -...

“მისჯაზე მეტად ის მეწყინება, თუ დიდი რაოდენობით არ გამოვა ხალხი გარეთ” – რეზო კიკნაძის წერილი

Published on

“მისჯაზე მეტად ის მეწყინება, თუ დიდი რაოდენობით არ გამოვა ხალხი გარეთ” -ამის შესახებ სინდისის პატიმრის, რეზო კიკნაძის წერილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელსი გამოქვეყნდა.

კიკნაძე ამბობს, რომ ძალიან გამუკვირდა, მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის მისჯის შემდეგ მთელი ქვეყანა რომ არ გამოვიდა გარეთ.

მოიცა, მზიამ 2 წელი ტყვეობაში ყოფნა დაიმსახურა? ან თუნდაც ორი დღე? მადლობა ვუთხრათ, 5-ის ნაცვლად 2 წელი რომ ჩამსვით-მეთქი? – წერს რეზო კიკნაძე წერილში.

სინდისის პატიმარი ამბობს, “რომ სანამ მზია ერთი დღე მაინც ზის ციხეში, ნორმალურად ცხოვრების უფლება არ გვაქვს” არავის

„რამდენიმე დღეში ჩემ განაჩენს გამოაცხადებენ. მისჯაზე მეტად ის მეწყინება, იმ დღეს ასიათასობით ადამიანი რომ არ გამოვიდეს აქციაზე. განა ჩემი დაჭერის გამო – უსამართლობას რომ არ მოვითმენთ იმის საჩვენებლად უნდა ვიყოთ ამდენი.
ე.წ 11-კაციანი ჯგუფის განაჩენით კი ნოემბრის აქციაზე ტყუილად დაჭერილთა საქმეები მთავრდება და თუ ამაზეც არ გამოვიდა ხალხი და გავუტარეთ, მერე ხომ კვლავ იკადრებენ იმავეს და უარესსაც.
არ აქვს მნიშვნელობა წლებს, რომც ჩამოგვაკლონ და თვეები მოგვიწიოს, მაინც არ უნდა ვიყოთ ამით კმაყოფილნი, ვინაიდან 1 დღეც არ ვიმსახურებთ აქ ყოფნას. ძალიან გამიკვირდა, მზიას მისჯის შემდეგ მთელი ქვეყანა რომ არ გამოვიდა გარეთ. მოიცა, 2 წელი ტყვეობაში ყოფნა დაიმსახურა? ან თუნდაც ორი დღე? მადლობა ვუთხრათ, 5-ის ნაცვლად 2 წელი რომ ჩამსვით-მეთქი? სულ რომ სასამართლოდან გამიშვან, მაინც არ ვიქნები რამეზე მადლობელი საერთოდ.
მოკლედ, სანამ მზია ერთი დღე მაინც ზის ციხეში, ნორმალურად ცხოვრების უფლება არ გვაქვს არავის და რითიც დავიწყე, იმით დავამთავრებ: რამდენიმე დღეში ალბათ მომისჯიან, მე კი ის უფრო მეწყინება, თუ დიდი რაოდენობით არ გამოვა ხალხი გარეთ”.- წერის წერილში რეზო კიკნაძე.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს – სხდომაზე ადვოკატები დასკვნით სიტყვას ამბობენ.

ცნობისთვის, დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...