მთავარისიახლეებისაზოგადოება„8-იანი ვერ დაიშლება“ და პირადი ან პარტიული ეგოები არ უნდა გახდეს დაბრკოლება...

„8-იანი ვერ დაიშლება“ და პირადი ან პარტიული ეგოები არ უნდა გახდეს დაბრკოლება ერთობისთვის – ელენე ხოშტარია

Published on

კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი ელენე ხოშტარია თინა ბოკუჩავას პოზიციას, რომ 8-დან თამარ ჩერგოლეიშვილი უნდა გაირიცხოს, არ იზიარებს. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.

ხოშტარია აღნიშნავს, რომ „8-იანი ვერ დაიშლება“ და პირადი ან პარტიული ეგოები არ უნდა გახდეს დაბრკოლება ერთობისთვის, რადგან ქვეყანას გაცილებით დიდი პრობლემები აქვს და მიზანი ქუჩაში მრავალრიცხოვანი პროტესტია.

‘დააფიქსირებს თუ არა ელენე ხოშტარია პოზიციას ბავშვის მიმართ საშინელ საქციელზე?’
‘დაგმობს თუ არა ჩერგოს ელენე ხოშტარია?’
‘8 იანი იშლება? ვერ შეუკვრიათ ერთობა’
‘13 ში გასვლას აზრი აქვს?’
‘რას იტყვის 8 იანის წევრი ელენე ხოშტარია’
‘დაველოდოთ აბა რა ტაქტიკურ სვლას აირჩევს’
სირცხვილია მეგობრებო.
ჩერგო ძალიან ცუდად მოიქცა
8 იანი ჩერგოს ხასიათზე არ აწყობილა და არც არავის ხასიათზე
ამორალური ბევრი გიჭამიათ სათითაოდ, ძალიან ბევრი
ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს და პოლიტიკოსებს ჩვენს პირად და პარტიულ ეგოებზე უფრო დიდი ამოცანა: ბევრნი უნდა ვიყოთ ქუჩაში. ყველაფერი რაც ამას უშლის ხელს არის მავნებლობა ან უპასუხისმგებლობა
Ps. 8 იანი ვერ დაიშლება იმედია, რადგან მაშინ არჩევნებში უნდა შევიდეს რომელიმე, იმედია ერთმანეთის ჯინაზე მაგას არ იზამენ. სხვა არაფერია 8 იანი, – წერს ხოშტარია.

თამარ ჩერგოლეიშვილმა ერთ-ერთი მედიის (News.On.ge) ფეისბუკგვერდზე მის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წყევლითა და უხამსი ლექსიკით უპასუხა. მან საპასუხო კომენტარებს დაურთო ადრესატების ფეისბუკგვერდების მთავარი ფოტოები, რომლებზეც ბავშვები იყვნენ გამოსახული.

აღნიშნულის შემდეგ თინა ბოკუჩავამ 8 პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართა, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...