მთავარისიახლეებიკონფლიქტებიუკრაინელებმა რუსეთში კიდევ ორი ნავთობქარხანა დაბომბეს

უკრაინელებმა რუსეთში კიდევ ორი ნავთობქარხანა დაბომბეს

Published on

უკრაინულმა დრონებმა წუხელ აფიპსკის და ნოვოკუიბიშევის ნავთობქარხნები დაბომბეს. გავრცელებული კადრები ადასტურებს ძლიერ აფეთქებებს და მასშტაბურ ხანძრებს.
კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის ქარხანა წელიწადში 7,5 მლნ ტონა ნავთობს ამუშავებს, ხოლო სამარას ოლქში მდებარე ნოვოკუიბიშევის საწარმო 8 მლნ ტონას. ორივე ქარხანა აგვისტოში უკრაინელებმა უკვე დაბომბეს. შედეგად აფიპსკის ქარხნის სიმძლავრე მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო ნოვოკუიბიშევის საერთოდ გაჩერდა.
წუხელ უკრაინელებმა ასევე დაბომბეს მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი ვოლგოგრადის ოლქში.
აგვისტოში უკრაინელები მეთოდურად უტევენ ნავთობქარხნებს, ნავთობსადენებს, სარკინიგზო კვანძებს და საწვავით დატვირთულ ეშელონებს.
შედეგიც სახეზეა – რუსეთის ნავთობგადამამუშვებელმა სფერომ სიმძლავრეების 17% დაკარგა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ აქვეყნებს. აგვისტოში მსხვილი ნავთობქარხნების მიზანმიმართული დაბომბვის შედეგად სულ მცირე 10 საწარმო დაზიანდა. რამდენიმე მსხვილმა ქარხანამ სრულიად შეაჩერა მუშობა, დანარჩენებმა კი სიმძლავრეები მნიშვნელობნად შეამცირეს.
უკრაინულმა დაბომბვებმა რუსეთის მთელ ტერიტორიაზე საწვავის დიფიციტი გამოიწვია. რამდენიმე რეგიონში ბენზინი ტალონებით და შეზღუდვებით იყიდება. საწვავის ფასი კი თითქმის ყოველდღე ახალ რეკორდებს ამყარებს.
-რატი მელაძე-

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...