მთავარისიახლეებიკონფლიქტებირუსული სარაკეტო იერიშის შედეგად კიევში 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია

რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად კიევში 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია

Published on

თბილისის დროით 17:00 საათის მონაცემებით, წუხელ კიევზე მიტანილი მასობრივი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, აქედან 4 ბავშვია.

შეკითხვაზე პასუხად, მიიტანა თუ არა რუსეთმა იერიში საცხოვრებელ კვარტალზე კიევში, კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ “დარტყმები წარმატებულია, სამიზნეები – განადგურებული. სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება”.

გამოქვეყნდა კიევის დარნიცის რაიონში მოხდარი მძიმე ტრაგედიის ამსახველი კადრები -რუსული ბალისტიკური რაკეტა პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და კედლები ჩამოანგრია. ნანგრეევებქვეშ მოყვა უამრავი ადამიანი, მათ ამოსაყვანად მაშველები დილიდან მუშაობენ.

თავდაპირველად გამოცხადდა 4, შემდეგ 6 დაღუპულის შესახებ, თუმცა, მსხვერპლთა რიცხვი, ფაქტობრივად, ყოველ საატში ერთხელ იზრდებოდა.

კიევზე დარტყმის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად მიმართა დასავლეთს, მიაწოდოს კიევს შორსმოქმედი შეიარაღება, რათა მას მიეცეს საშუალება, დარტყმები განახორციელოს უშუალოდ რუსეთის სიღრმეში.

გამოქვეყნდა ასევე კადრები, სადაც ჩანს ბალისტიკური რაკეტის კორპუსზე დაცემის მომენტი.

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...