მთავარისიახლეებისპეცოპერაციის დროს დაკავებულთა შორის მომღერალი ხატია წერეთელია

სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა შორის მომღერალი ხატია წერეთელია

Published on

ტვ პირველოს ვებგვერდის ცნობით, პროსტიტუციის ბრალდებით დაკავებულთა შორის მომღერალი ხატია წერეთელიცაა.

წერეთელი იმ 12 პირს შორისაა, რომლებიც სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს. სპეცოპერაცია ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე ჩატარდა, სადაც სავარაუდოდ, მომღერალი ფლობდა გარკვეულ ობიექტს.

შსს-ს ცნობით, თბილისსა და სამეგრელოში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს.

როგორც გელა გელაძის უწყება იტყობინება, სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ – აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ თბილისში, მარჯანიშვილის, აღმაშენებლის, დადიანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ.

გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ადმინისტრატორები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი ისინი ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან თანხას უხდიდნენ.

შსს-ს ცნობით, ასევე, დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ძირითად შემოსავალს, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა წარმოადგენდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სავარაუდოდ, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სიახლეები

NBC News: ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო გეგმას მხარი დაუჭირა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთ-უკრაინას შორის ომის დასრულების მიზნით შემუშავებულ 28-პუნქტიან...

ზურაბ ჯაფარიძემ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი განაცხადა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ვადაზე ადრე გათავისუფლება შესთავაზეს, რაც კანონით არის გათვალისწინებული,...

აქტივისტმა სისხლის სამართლის კოდექსი დაწვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის, ბაჩო კუციას პროცესი მიმდინარეობს. მას სახელმწიფო ბრალდება გზის გადაკეტვას...

აშშ-ში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

აშშ-ში ავტოავარიასთან დაკავშირებით, რომელსაც ინდიანას ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი ემსხვერპლა, საქართველოს მოქალაქე - გოდერძი გუჯაბიძე...