მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკა კაციას განაჩენი 3 სექტემბერს გამოცხადდება

ნიკა კაციას განაჩენი 3 სექტემბერს გამოცხადდება

Published on

სინდისის პატიმრის, ნიკოლოზ კაციას განაჩენი 3 სექტემბერს, 17:00 საათზე გამოცხადდება.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ამასთან, დღეს, მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილმა ნიკოლოზ კაციას უფლება მისცა საბოლოო სიტყვა ეთქვა.

საბოლოო სიტყვაში სინდისის პატიმარმა აღნიშნა, რომ ის შეურაცხყოფილია, მას აბრალებენ დანაშაულს რომელიც არ ჩაუდენია.

მე ვარ დარწმუნებული ერთადერთ სიმართლეში, საიდან გაჩნდა ნარკოტიკი, რომელიც ფიზიკურად, თვალით არ მინახავს, მარტო იმიტომ, რომ ტატუები აქვს, მუსიკა უყვარს, მოდი ახლა ნარკოტიკი… ეს შემირჩიეს…

ეს არის ცილისწამება, კანფეტის ქონაც რომ დაებრალებინათ, ეს არის ცილისწამება, დამაბრალეს იმის ქონა, რაც არ მქონია…

ვიდეო რომ გადაეღოთ, თავის თავს ამხელდნენ, თავისი ჩადებით, თავის გინებით…

როცა ადამიანს რაიმეს აბრალებ, იქ გამოძიებაც არ არის ჩასატარებელი. ადამიანურად თანავუგრძნობ პროკურორს, არ ვიცი, რატომ აწერს ხელს ამ საქმეს,” – განაცხადა ნიკა კაციამ. (“რადიო თავისუფლება”)

შეგახსენებთ, რომ ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება. ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...