მთავარისიახლეებისაზოგადოებამზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის ჯილდოს პრეტენდენტთა სიაშია

მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის ჯილდოს პრეტენდენტთა სიაშია

Published on

ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემიის შესარჩევი კომისიამ დღეს 2025 წლის ჯილდოს პრეტენდენტთა მოკლე სია გამოაქვეყნა, რომელთა შორის დაპატიმრებული ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელია.

ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებელი სიაში უკრაინელ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან ერთად მოხვდა.

მოკლე სიაში არიან:

მზია ამაღლობელი – საქართველო;
მაქსიმ ბუტკევიჩი – უკრაინა;
ულვი ჰასანლი – აზერბაიჯანი.
ვაცლავ ჰაველის ჯილდო გადაეცემათ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ადამიანის უფლებების დასაცავად გადადგმული გამორჩეული ნაბიჯებისთვის.

დაჯილდოების ორგანიზატორი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაა ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკასთან და Charta 77 Foundation-თან ერთად.

PACE წერს:

„მზია ამაღლობელი 2000 წლიდან მოწინავე ქართველი ჟურნალისტი და დამოუკიდებელი გამოცემების, „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელია. მიუხედავად პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებისა და საპროტესტო აქციების დროს მის მიერ ძალადობის გამოაშკარავების შემდეგ მის მიმართ მკაცრი არასათანადო მოპყრობისა, მისმა გაბედულმა ქმედებებმა ხელი შეუწყო იმას, რომ მედიის მიმართ რეპრესიებსა და პოლიტიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე საზოგადოების ყურადღება გამახვილდა, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფას.

მისი დაპატიმრება და განაჩენი მას 2025 წლის პრესის თავისუფლებისა და მთავრობის რეპრესიების წინაშე მდგრადობის სიმბოლოდ აქცევს, რაც ხაზს უსვამს ჟურნალისტების გადამწყვეტ როლს ადამიანის უფლებების დაცვაში.

მაქსიმ ბუტკევიჩი, უკრაინა

მაქსიმ ბუტკევიჩი უკრაინელი ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი და ადამიანის უფლებათა ცენტრის „ზმინასა“ და „ჰრომადსკე რადიოს“ თანადამფუძნებელია. მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი ცხოვრება პაციფისტი იყო, 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მოხალისედ ჩაეწერა და ოცეულის მეთაური გახდა. რუსულმა ძალებმა ის ტყვედ აიყვანეს და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მკაცრ პატიმრობას გაუძლო. 2024 წლის ოქტომბერში მაქსიმი ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს. ის კვლავ სამართლიანობისა და თავისუფლების დაცვისთვის გამბედაობისა და გამძლეობის ძლიერ სიმბოლოდ რჩება.

ულვი ჰასანლი, აზერბაიჯანი

ილვი ჰასალანი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და 2016 წლიდან აზერბაიჯანული მედია Abzas Media-ს დირექტორია.

ის აზერბაიჯანის მთავრობის მხრიდან 2011 წლიდან არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, მათ შორის, ის იყო დაკავებული, გამოიარა წამება, მის მიმართ იყო პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები. 2025 წლის ივნისში ჰასანლის 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ამჟმად საპატიმროში იმყოფება, სადაც მძიმე პირობებია. ის შიმშილობდა, იყო სამარტოო საკანში. ის მდგრადობას და პრესის თავისფლებისადმი ერთგულებას განასახიერებს.

ვაცლავ ჰაველის ჯილდოს გამარჯვებული სტრასბურგში 29 სექტემბერს დასახელდება.

სიახლეები

ივანიშვილი და ვიზალიბერალიზაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია – თენგო თევზაძე

"ქართული ოცნება" და ევროკავშირი, ბიძინა ივანიშვილი და ვიზალიბერალიზაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია, - ამის შესახებ კოალიცია...

ნიკა კაციას განაჩენი 3 სექტემბერს გამოცხადდება

სინდისის პატიმრის, ნიკოლოზ კაციას განაჩენი 3 სექტემბერს, 17:00 საათზე გამოცხადდება. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი...

4 ოქტომბერს ხალხმა რუსთაველზე უნდა აჩვენოს უპრეცედენტო ერთიანობა, რაც მშვიდობიან „შემოდგომის რევოლუციას“ მოიტანს – ხაბეიშვილი

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლის გზად ხალხის გაერთიანებას ხედავს. მისი...

“საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია და რუსეთს დაუახლოვდა” -ლორა კუპერი

"საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია და რუსეთს დაუახლოვდა", - ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწის...