მთავარისიახლეებისაზოგადოებაივანიშვილი და ვიზალიბერალიზაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია - თენგო თევზაძე

ივანიშვილი და ვიზალიბერალიზაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია – თენგო თევზაძე

Published on

“ქართული ოცნება” და ევროკავშირი, ბიძინა ივანიშვილი და ვიზალიბერალიზაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი თენგო თევზაძე საუბრობს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა „ქართულ ოცნებას“ 31 აგვისტომდე დაავალა ოთხი მოთხოვნის შესრულება, ის არათუ არ დგამს შესაბამის ნაბიჯებს, არამედ თავს ესხმის ევროპელ პარტნიორებს.

თევზაძის განცხადებით, სწორედ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი არიან პასუხისმგებლები იმ საფრთხეზე, რომ საქართველოს შესაძლოა, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეუჩერდეს.

“ქართული ოცნება” და ევროკავშირი, ბიძინა ივანიშვილი და ვიზალიბერალიზაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია. იმიტომ არის შეუთავსებელი, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა მისცეს შესაბამისი, ადეკვატური დედლაინი, დაუწესეს 31 აგვისტოს სახით, რომ ის მოთხოვნები, 4 პუნქტი რაც იყო, “ქართულ ოცნებას” შეესრულებინა. “ქართული ოცნება” არათუ ამის შესრულებას არ აპირებს, არამედ თავს ესხმის ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. “ქართული ოცნება” არის მთავარი დამნაშავე ბიძინა ივანიშვილთან ერთად, იმაში, რომ საფრთხის ქვეშ დგას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, – ამბობს თენგო თევზაძე.

ევროკავშირმა 2025 წლის ივლისში საქართველო ოფიციალურად გააფრთხილა, რომ თუ ქვეყანა აგვსტოს ბოლომდე არ შეასრულებს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, შეიძლება ამოქმედდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერის მექანიზმი.

ამ ეტაპზე პროცესის საბოლოო შეფასება დაგეგმილია 2025 წლის ოქტომბერში, როცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ფორმალურად შეიკრიბებიან და მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...