მთავარისიახლეებიდიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობისთვის 2 პირი დააკავეს-საგამოძიებო

დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობისთვის 2 პირი დააკავეს-საგამოძიებო

Published on

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე 2 პირი: გ.ლ. და შ.გ. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც თბილისში სამშენებლო ნებართვის მიღება ესაჭიროებოდა, დაარწმუნეს, რომ თითქოსდა გ.ლ. სუს-ში ხელმძღვანელ პოზიციას იკავებდა და თავისი სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე, თბილისის მერიის მიერ დროის მოკლე მონაკვეთში მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემაში დაეხმარებოდა, რის სანაცვლოდაც ჯამში 70 000 დოლარი მოითხოვეს. 22 აგვისტოს ბრალდებულებმა მოქალაქეს 10 000 დოლარი წინასწარ მოსთხოვეს, რომლის გადაცემისთანავეც ისინი დავაკავეთ”. – თქვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ია ახალაიამ.

უწყების ცნობით, გამოძიება მე-19 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...