მთავარისიახლეებიევროკავშირი უკრაინას დამოუკიდებლობის დღისთვის 4 მილიარდ ევროს გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას დამოუკიდებლობის დღისთვის 4 მილიარდ ევროს გადასცემს

Published on

ევროკომისიის პრესამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირი უკრაინას დამოუკიდებლობის დღისთვის 4 მილიარდ ევროს გადასცემს.

4.05 მილიარდი ევროდან უკრაინას 3.05 მილიარდი ევრო Ukraine Facility-ს ფარგლებში გადაეცემა, ხოლო 1 მილიარდ ევროს ევროკომისიის განსაკუთრებული მიკროფინანსური დახმარების (MFA) ფარგლებში მიიღებს.

უკრაინის დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავისთვის, რომელიც 24 აგვისტოს აღინიშნება, ევროკავშირი ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთ ძლიერ სიგნალს გასცემს ქვეყნისთვის 4.05 მილიარდი ევროს გადაცემით. ეს მოიცავს 3.05 მილიარდ ევროს Ukraine Facility ფარგლებში და 1 მილიარდ ევროს ევროკომისიის განსაკუთრებული მიკროფინანსური დახმარების (MFA) ფარგლებში,” – წერია განცხადებაში.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, 4 მილიარდ ევროზე მეტი თანხის გამოყოფა მტკიცე ერთგულებას აჩვენებს. მისი თქმით, “როდესაც უკრაინა ძლიერია, ევროპაც ძლიერია”.

როდესაც უკრაინა 34-ე დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ევროკავშირი მკაფიო გზავნილს აგზავნის: ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ ურყევია. დღევანდელი 4 მილიარდ ევროზე მეტი თანხის გამოყოფა ჩვენს მტკიცე ერთგულებას აჩვენებს. ეს ახალი დაფინანსება ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას არა მხოლოდ უკრაინის აღდგენის, არამედ მისი მომავლის, როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის მიმართ. რადგან როდესაც უკრაინა ძლიერია, ევროპაც ძლიერია,” – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ევროკომისია აღნშნავს, რომ თანხის გაცემა ხორციელდება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების რეფორმების მიმდინარე პროგრესის კონტექსტში. კერძოდ, აღინიშნება უკრაინის უმაღლესი რადას მიერ 31 ივლისს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობის აღდგენა

ევროკომისიის ინფორმაციით, 2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინისა და მისი ხალხისათვის 168.9 მილიარდი ევროს ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო დახმარების მობილიზება მოახდინეს.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...