მთავარისიახლეებიკობახიძე რიჟვაძეზე-პირდაპირი კომუნიკაცია არ მქონია, ტელეფონი არ აქვს

კობახიძე რიჟვაძეზე-პირდაპირი კომუნიკაცია არ მქონია, ტელეფონი არ აქვს

Published on

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიხიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია, რადგან მას “ტელეფონი არ აქვს”, რის შემდეგაც კობახიძემ ასევე თქვა, რომ ტელეფონზე დარეკვა არ უცდია, რადგან უთხრეს, რომ “შეგვეძლო ამბის მოკითხვა, მაგრამ არ შეგვეძლო დარეკვა”.

“მე არ მქონია პირდაპირი კომუნიკაცია თორნიკე რიჟვაძესთან, გამომდინარე იქიდან, რომ ამის ტექნიკური საშუალება არ იყო – ტელეფონი მას არ აქვს, თუმცა ჩვენ მუდმივად ვკითხულობთ მისი ჯანმრთელობის ამბავს და გვიხარია, რომ ყველაფერი მიდის ძალიან კარგი მიმართულებით. რაც შეეხება გამოძიებას, ინფორმაციას – ყველაფრის გასაჯაროება შეიძლება, მათ შორის იმ კადრების, რომლებიც არსებობს, შეგიძლიათ დაინტერესდეთ პროკურატურასთან და ამ კადრების გასაჯაროებას ვერაფერი დაუდგება წინ. ეს არის ისეთი კადრები, რომლებიც ამ შემთხვევას უშუალოდ არ ასახავს. […] მე არ დამირეკია ტელეფონზე, მითხრეს, რომ შეგვეძლო ამბის მოკითხვა, მაგრამ არ შეგვეძლო დარეკვა”. – თქვა კობახიძემ.

9 ივლისს რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია მედიას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...