მთავარისიახლეებირუსეთმა უკრაინაში SOCAR-ის ნავთობის ქარხანა დაბომბა

რუსეთმა უკრაინაში SOCAR-ის ნავთობის ქარხანა დაბომბა

Published on

18 აგვისტოს ღამეს, რუსეთმა ოდესის ოლქში მდებარე, აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის ნავთობის ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

“საჰაერო უსაფრთხოების ძალების მუშაობის მიუხედავად, ოდესის რეგიონში ცეცხლი გაუჩნდა თბო-ელექტრო ინფრასტრუქტურას და ორსართულიან შენობას. ჩვენმა მაშველებმა ხანძარი სწრაფად ჩააქრეს”. – თქვა ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, ოლეგ კიპერმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა SOCAR-ზე 10 უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანეს იერიში.

ბოლო პერიოდში ეს აზერბაიჯანული საწარმოს დაბომბვის მეორე ფაქტია.

8 აგვისტოს რუსეთმა ოდესის ოლქში შაჰედის ტიპის დრონების მეშვეობით Socar-ის ნავთობის საცავს დაარტყა. შედეგად, ობიექტზე გაჩნდა ხანძარი და დაზიანდა დიზელის ტიპის საწვავისთვის განკუთვნილი მილსადენი.

10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის და უკრაინის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და ვოლორიმირ ზელენსკიმ რუსული იერიში დაგმეს.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...