მთავარისიახლეებიმსოფლიოორი დღეა, საბერძნეთში მასობრივ ტყის ხანძრებს ებრძვიან (ვიდეო)

ორი დღეა, საბერძნეთში მასობრივ ტყის ხანძრებს ებრძვიან (ვიდეო)

Published on

საბერძნეთის რეგიონები მეორე დღეა იწვის – განუწყვეტელი ევაკუაცია მიმდინარეობს პატრასში, ზაკინთოსა და პრევეზაში. ცეცხლი სახლებთან რამდენიმე მეტრშია, ზოგი მოსახლე საკუთარი ხელებით ცდილობს უკონტროლო ხანძართან გამკლავებას.

ხანძრის უზარმაზარი კერები მძვინვარებს ახაიაში, პრევეზასა და ზაკინთოსზე, საიდანაც ხალხი უწყვეტად გამოჰყავთ, რადგან მათი სიცოცხლე საფრთხეშია.
საერთო ჯამში საბერძნეთში ხანძარმა 100.000 ჰექტარს გადაუარა, გამოწვეულია კატასტროფული ზარალი, არა მხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით, არამედ ბუნებრივი გარემოს განადგურების კუთხითაც.

აღსანიშნავია, რომ ხალხის ევაკუაცია განხორციელდა პატრას ოთხი დასახლებიდანაც, ხალხს ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილებისკენ მოუწოდეს.

ხანძრები იმდენად მასშტაბურია, რომ მეხანძრეთა და მოხალისეთა რაოდენობა ფიზიკურად არ არის საკმარისი, რომ ყველგან განაწილდნენ, რადგან ამ ადამიანების რესურსი, თავის მხრივ, ცხადია, განუსაზღვრელი არ არის.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...