მთავარისიახლეებისინდისის პატიმარმა ინსაფ ალიევმა შიმშილობა დაიწყო

სინდისის პატიმარმა ინსაფ ალიევმა შიმშილობა დაიწყო

Published on

სინდისის პატიმარმა ინსაფ ალიევმა შიმშილობა დაიწყო-ამის შესახებ მისი ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს.

უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცოტა ხნის წინ მოინახულა, რომელიც საკანში არსებულ არაადამიანურ პირობებზე და ანსიტანიტარიაზე ესაუბრა.

სინდისის პატიმარი ამბობს, რომ ახალ საკანში არ აქვთ წყალი, გაჭედილია კანალიზაცია, რის გამოც, ვერც იბანენ და ვერც რეცხავენ, სწორედ ამიტომ, ვეღარ იღებენ საკვებს.

პატიმარმა თხოვნით მიმართა შესაბამის პირებს, თუმცა, უშედეგოდ.

სახალხო დამცველის აპარატი უკვე ინფორმირებულია და საქმის კურსშია-წერს ადვოკატი.

ცოტა ხნის წინ ვიყავი მასთან. მის მიერ მიწოდებული ინფორმაციით: გუშინ, ინსაფ ალიევმა განაცხადა, რომ მათ საკანში არსებობდა არაადამიანური და არაჰუმანური პირობები კერძოდ, დიდი რაოდენობით ტარაკნები. ამის შემდეგ, ალიევი და მისი თანამესაკნეები 186-ე საკნიდან გადაიყვანეს 248-ე საკანში. ახალ საკანში არ იყო წყალი და კანალიზაცია იყო გაჭედილი. მათ არ შეეძლოთ ხელ-პირის დაბანა და ჭურჭლის რეცხვა, რის გამოც ვერ იღებდნენ საკვებს და ფაქტობრივად შეეზღუდათ წვდომა კვებაზე.

ინსაფ ალიევმა დახმარების თხოვნით მიმართა უფლებამოსილ პირს, თუმცა ხუთი საათის განმავლობაში არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ამ ხნის განმავლობაში, კვება და ჰიგიენა კვლავ პრობლემად რჩებოდა. საბოლოოდ, მან ფეხით კარზე დააკაკუნა იმ იმედით, რომ ვინმე გამოეხმაურებოდა და დახმარებას შესთავაზებდა, თუმცა ამის ნაცვლად შედგა აქტი წესრიგის დარღვევის შესახებ. იმავე საღამოს ალიევი გადაიყვანეს 5-დღიან იზოლაციაში-სამარტოო საკანში.

აღსანიშნავია, რომ ინსაფ ალიევს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, საჭიროებს მედიკამენტებს და ნემსს ორ დღეში ერთხელ. მიუხედავად დაპირებისა, რომ მედიკამენტებს მიუტანდნენ, ამ დრომდე მას კვლავ შეზღუდული აქვს წვდომა მისთვის აუცილებელ სამკურნალო საშუალებებზე.

სანამ მას სამარტოო საკანში გადაიყვანდნენ, ალიევმა სცადა აეხსნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სჭირდებოდა წამლების და პირადი ნივთების აღება საკნიდან. ამის ნაცვლად, მას დაადეს ხელბორკილები და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს (ფაქტობრივად ათრიეს) იზოლაციაში.

მანამდე კი, როდესაც აღნიშნა, რომ ახალ საკანში შეზღუდული ჰქონდა წვდომა წყალზე და კანალიზაცია იყო გაუმართავი, ალიევი დროებით დააბრუნეს 186-ე საკანში, სადაც ახლახან იყო ჩატარებული სადეზინფექციო სამუშაოები. საკანში იდგა ძლიერი ქიმიური სუნი, რის გამოც ინსაფ ალიევმა ორჯერ იგრძნო თავი ცუდად და მოუწია ექიმთან გადაყვანა.

ინსაფ ალიევმა პროტესტის ნიშნად დაიწყო შიმშილობა.

სახალხო დამცველის აპარატი უკვე ინფორმირებულია და საქმის კურსშია , – წერს უფლებადამცველი.

სიახლეები

12 ოქტომბრიდან EU-ში შესვლა-გასვლის ახალი სისტემა პასპორტების დაშტამპვას ჩაანაცვლებს

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, 12 ოქტომბრიდან ევროკავშირში შესვლა-გასვლის სისტემის (EES) ოპერაციების ეტაპობრივი დანერგვა დაიწყება. ეს ნიშნავს, რომ...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით 25 წლის ქალი დააკავეს

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, 12 ოქტომბრიდან ევროკავშირში შესვლა-გასვლის სისტემის (EES) ოპერაციების ეტაპობრივი დანერგვა დაიწყება. ეს ნიშნავს, რომ...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით 25 წლის ქალი დააკავეს

სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი, 2000 წელს დაბადებული თ.გ....

ევროკავშირი უკრაინას დამოუკიდებლობის დღისთვის 4 მილიარდ ევროს გადასცემს

ევროკომისიის პრესამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირი უკრაინას დამოუკიდებლობის დღისთვის 4 მილიარდ ევროს გადასცემს. 4.05 მილიარდი ევროდან უკრაინას...