მთავარისიახლეებიპოლიტიკასამეგრელო-ზემო სვანეთში "ოცნების" მერობის კანდიდატთა ვინაობა ცნობილია

სამეგრელო-ზემო სვანეთში “ოცნების” მერობის კანდიდატთა ვინაობა ცნობილია

Published on

ივანიშვილის ხელისუფლების პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა. მათ შორის, ცნობილი ხდება, რომ ზუგდიდსაც ახალი მერობის კანდიდატი ეყოლება. ზოგადად რეგიონის 9 მერობის კანდიდატიდან 5 მოქმედი მერია.

“სამეგრელო-ზემო სვანეთში მოქმედ მერებს წარვადგენთ 9-დან 5 მუნიციპალიტეტში. ესენია:
– ფოთში: ბექა ვაჭარაძე
– ხობში: დავით ბუკია
– სენაკში: ვახტანგ გადელია
– აბაშაში: გიგა გაბელაია
– მესტიაში: კაპიტონ ჟორჟოლიანი

ზუგდიდში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრი – დათო კოდუა; ჩხოროწყუში ყოფილი პარლამენტარი – ჯუმბერ იზორია; მარტვილში წარმატებული მეწარმე – გიორგი ნაჭყებია; ხოლო წალენჯიხაში წარმატებული საჯარო მოსამსახურე – გუბა საჯაია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

სიახლეები

TI- „ჯგუფური ძალადობის“ საქმეებზე 19 პირის მიმართ, ჯგუფური ძალადობის ბრალის დამტკიცება ივანიშვილის პროკურატურამ ვერ შეძლო

გამრუდებული მართლმსაჯულება სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების საქმეებში: ე.წ. ჯგუფური ძალადობის საქმეები - ამ სათაურით აქვეყნებს...

საიამ “გავრილოვის ღამის” საქმეზე დავა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ გავრილოვის ღამეს 26...

სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს თანამდებობა შეუცვალეს, გაათავისუფლეს მისი მოადგილე

გიგა ზესაშვილი სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აღარ არის. გავრცელებული ინფორმაციით ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის...

ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავი მოსკოვში ვერ დაეშვა – მიზეზი უკრაინული დრონებია

ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ...