მთავარისიახლეებიკონფლიქტებიუკრაინელებმა დრონებით სარატოვის ნავთობსაწარმო დაბომბეს

უკრაინელებმა დრონებით სარატოვის ნავთობსაწარმო დაბომბეს

Published on

სარატოვში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ობიექტში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სარატოვზე დრონების მასიური თავდასხმა განხორციელდა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ისმის დრონების მოქმედების ხმები და ასევე ჩანს საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობა.

სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ „ერთ-ერთი სამრეწველო საწარმო დაზიანდა“.

მისივე თქმით, დრონი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაეცა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

სიახლეები

EU კანდიდატ ქვეყნებს კონკრეტული პირობებით ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის-POLITICO

გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული ევროკომისიის წინადადების პროექტის თანახმად, ევროკავშირი ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის იმ ქვეყნებს,...

მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა

რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ...

ენგურჰესიდან წყლის გაშვების შედეგად სოფელი ტყაია დაიტბორა

ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ სოფელ ტყაიაში სახლების დატბორვა გამოიწვია  ინფორმაციას ტყაიას ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს და...

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...