მთავარისიახლეებიმსოფლიოზახაროვა იწონებს ოცნების განცხადებებს, ამბობს, რომ ეს "მოლაპარაკებების წინსვლის" იმედს იძლევა

ზახაროვა იწონებს ოცნების განცხადებებს, ამბობს, რომ ეს “მოლაპარაკებების წინსვლის” იმედს იძლევა

Published on

რუსეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და კრემლის ჩვეულ, პროპაგანდისტულ რიტორიკას იყენებს.

მარია ზახაროვას თანახმად, აუცილებელია საქართველომ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეჟიმებთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულება დადოს.

“პირველად ამოცანებს შორის საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიული შეთანხმების დადება, რომელიც არამხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული ამბების არ გამეორების გარანტი, არამედ “თბილისი-სოხუმი-ცხინვალის” ნორმალიზებისკენ მოძრაობის ათვლის წერტილი გახდება”, – ამბობს ის.

ამასთან, ის იწონებს ქართული ოცნების მთავრობის განცხადებებს და აცხადებს, რომ “ბოლო წელს ქართული ხელისუფლების მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის აგრესიის აღიარება, ასევე აფხაზებთან და ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ გაკეთებული განცხადებები – მოლაპარაკებების წინსლივს იმედს იძლევა”.

“არსებობს შესაძლებლობა, ვივარაუდოთ, რომ მოლაპარაკებები წინ წავა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საჯაროდ აღიარა მიხეილ სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფაქტი, ასევე გააკეთა განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის ეს განცხადებები გადამწყვეტი გახდეს თბილისის მიდგომებში სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების დამყარების მიმართ და ასევე გადაიზარდოს კონკრეტულ პრაქტიკულ ქმედებებში”, – ამბობს მარია ზახაროვა.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...