მთავარისიახლეებიმოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა

Published on

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა.

გადაწყვეტილება მან რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ის დარბაზიდან გაათავისუფლეს.

წინა სხდომაზე გიორგი ახობაძემ დასკვნითი სიტყვით ისარგებლა. მისი და დაცვის მხარის პოზიციით, ექიმს ნარკოტიკი სამართალდამცავებმა ჩაუდეს, ხოლო ბრალდების მხარის მტკიცებულებები ფაბრიკაციას ეფუძნება:

“ნარკოტესტი არ ჩამიტარეს, რადგან იცოდნენ, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არ ვიყავი… ნივთს რომ ხელი მოკიდო, მასზე დნმ კვალი უნდა დარჩეს – კვალი გაყალბებულია“, — განაცხადა ბრალდებულმა.

გიორგი ახობაძის ადვოკატი აცხადებდა, რომ მის მიმართ განჩინება და დაკავების ოქმი უკანონოა და საქმეში არ არსებობს ვიდეომტკიცებულება.

2024 წლის 7 დეკემბერს გიორგი ახობაძე საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ის პოლიციამ დააკავა.

გიორგი ახობაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

სიახლეები

1991 წელს მიღებული რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა

35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა შეკითხვით - თანახმა ხართ...

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა - პირველი პრეზიდენტი 87 წლის გახდებოდა  საქართველოს ეროვნული გმირი,...

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალების საწყობს დაარტყა

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალის საცავს დაარტყა, - ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ...

ირანში საჯაროდ ჩამოახრჩვეს პროტესტის მონაწილე კიდევ ორი კაცი

ირანში სიკვდილით დასაჯეს კიდევ ორი მამაკაცი, რომლებიც სამთავრობო შენობაზე თავდასხმისთვის იყვნენ მსჯავრდებულები, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ...