მთავარისიახლეებიკონფლიქტებიროგორ დაიხრჩო ზღვაში მე-11 კლასელი გოგო და როგორ დაიღუპა ბიძამისი - გაგიდის...

როგორ დაიხრჩო ზღვაში მე-11 კლასელი გოგო და როგორ დაიღუპა ბიძამისი – გაგიდის ტრაგედიის დეტალები

Published on

3 აგვისტოს ტრაგედია დატრიალდა გალის რაიონის სოფელ გაგიდაში: ზღვაში ბანაობისას დაიხრჩო მე-11 კლასელი გოგო ელენე ჭოლარია, ხოლო ბიძამისს ზაზა გეგეჭკორს, რომელიც მის გადარჩენას ცდილობდა, გული გაუჩერდა მას შემდეგ, რაც დისშვილი გარდაცვლილი ნახა. 

აფხაზურ ფორუმებზე თვითმხილველები წერენ, რომ გოგო ახლო ნათესავებთან დასასვენებლად იყო ჩასული გაგიდაში. ისინი ყოველდღე დადიოდნენ საბანაოდ. 3 აგვისტოს, სავარაუდოდ, მათ ცოტა “რთულ ადგილას” გადაწყვიტეს ბანაობა: სადაც მდინარე ოკვინორე შავ ზღვას უერთდება. 

ზოგადად, ზღვისა და მდინარის შეერთების ადგილი სერიოზულ სფრთხედ ითვლება, რადგან სახეზეა მორევი, ჩქარი დინება და ძლიერი მიქცევა. ერთ-ერთი ვერსიით, ბიძა ნაპირიდან ადევნებდა თვალს ბავშვებს, ამ დროს კი ელენე, დიდი ალბათობით, მორევმა ჩაითრია. ბავშვი შველას ითხოვდა და ბიძამაც არ დააყოვნა – მის საშველად წყალში შევიდა, თუმცა, როგორც ამბობენ, ცოცხალ ელენეს ვეღარ მიუსწრო და ნაპირზე სხვების დახმარებით მხოლოდ მისი ცხედარი ამოიყვანა, რა დროსაც გული გაუჩერდა და ადგილზე გარდაიცვალა. 

სიახლეები

EU კანდიდატ ქვეყნებს კონკრეტული პირობებით ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის-POLITICO

გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული ევროკომისიის წინადადების პროექტის თანახმად, ევროკავშირი ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის იმ ქვეყნებს,...

მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა

რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ...

ენგურჰესიდან წყლის გაშვების შედეგად სოფელი ტყაია დაიტბორა

ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ სოფელ ტყაიაში სახლების დატბორვა გამოიწვია  ინფორმაციას ტყაიას ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს და...

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...