მთავარისიახლეებიკონფლიქტებიუკრაინაში დაღუპული 23 წლის ვალერი ბაძაღუა მშობლიურ სოფელ ჯგალში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპული 23 წლის ვალერი ბაძაღუა მშობლიურ სოფელ ჯგალში გადაასვენეს

Published on

გუშინ, ღამის საათებში, წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, 23 წლის ვალერი ბაძაღუას ცხედარი. მშობლიურ სოფელში მას ქართულ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ახალგაზრდები საპატიო ყარაულის სახით დახვდნენ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში გლოვის ნიშნად დაშვებულია შავი ლენტით გაფორმებული საქართველოს სახელმწიფო დროშები.
გმირის ცხედარს დახვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ახლობლები და ნათესავები, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები.

ვალერი ბაძაღუას სამხედრო წესით, მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.

ტელერადიოკომპანია ოდიში თანაგრძნობას უცხადებს გმირულად დაღუპული მებრძოლის ოჯახს – დიდება გმირებს!

სიახლეები

EU კანდიდატ ქვეყნებს კონკრეტული პირობებით ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის-POLITICO

გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული ევროკომისიის წინადადების პროექტის თანახმად, ევროკავშირი ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის იმ ქვეყნებს,...

მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა

რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ...

ენგურჰესიდან წყლის გაშვების შედეგად სოფელი ტყაია დაიტბორა

ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ სოფელ ტყაიაში სახლების დატბორვა გამოიწვია  ინფორმაციას ტყაიას ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს და...

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...