მთავარისიახლეებისაზოგადოებაყველაფერი ღარიბაშვილის გარშემო ტრიალებს, ბურჭულაძის ბედი მასზეა დამოკიდებული - ხიდაშელი

ყველაფერი ღარიბაშვილის გარშემო ტრიალებს, ბურჭულაძის ბედი მასზეა დამოკიდებული – ხიდაშელი

Published on

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის გარშემო დაწყებული გამოძიება არ შეეხება მხოლოდ ერთ მაღალჩინოსანს. ხიდაშელი ამბობს, რეალური ფოკუსი ირაკლი ღარიბაშვილისკენ არის მიმართული.

მისი თქმით, ბურჭულაძე არც მაშინ იყო დამოუკიდებელი, როცა დანიშნეს, და არც ახლა წარმოადგენს ნამდვილ სამიზნეს.

ყველაფერი ტრიალებს ღარიბაშვილის გარშემო. როგორც გადაწყდება ღარიბაშვილის ბედი, იმის მიხედვით გადაწყდება ბურჭულაძის ბედი – აღნიშნავს ხიდაშელი.

ეს უკვე ხაზია, ეს უკვე სისტემური კორფუციაა, ეს არ არის რაღაც შემთხვევითობა და ერთი გამონაკლისი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ლოგიკურია და ბუნებრივია, რომ მინისტრთანაც არსებობდეს კითხვები. სინამდვილეში, ჩვენ ვლაპარაკობთ ღარიბაშვილზე და არა ბურჭულაძეზე ან ვინმე სხვაზე, ამიტომ სადამდე მივლენ, რამდენად მზად არიან, რომ მთავარ სამიზნეს შეუტიონ, ამით გადაწყდება ბურჭულაძის ბედი. სამწუხაროდ, ბურჭულაძეს არც მინისტრობას ეკითხებოდა ვინმე, არც მინისტრობიდან წასვლას ეკითხებოდა და ახლა არც მისი დაჭერაა საინტერესო და არც მისი ქუჩაში ყოფნა. ყველაფერი ტრიალებს ღარიბაშვილის გარშემო. როგორც გადაწყდება ღარიბაშვილის ბედი, იმის მიხედვით გადაწყდება ბურჭულაძის ბედი. ეს არის შეუძლებელი, რომ იმ ტიპის ხაზი, ჯაჭვი, რომელიც სუსმა გამოავლინა და გვითხრა, რომ სამმათველოს უფროსი, დეპარტამენტის უფროსი, მინისტრის მოადგილე ასე მოქმედებდნენ ერთ ხაზში კორუფციული გარიგებისთვის, ეს ნიშნავს, რომ ეს იყო სისტემური და მრავალეტაპიანი, მრავალი ფიგურანტით და მრავალი კონტრაქტით. ამიტომ არის შეუძლებელი, რომ ეს მინისტრს არ სცოდნოდა, – ამბობს ხიდაშელი.

შაბათს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ანტიკორუფციულმა სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხა. „TV პირველის“ ინფორმაციით, დაკითხვა ღამის პირველ საათამდე გაგრძელდა.

გამოკითხვის შემდეგ ბურჭულაძე გამოუშვეს, თუმცა სამართალდამცავებმა მას აცნობეს, რომ კვლავ დაიბარებენ.

სწორედ ბურჭულაძის გამოკითხვის შემდეგ, რამდენიმე საათში კორუფციის ბრალდებით დაკავებულ იქნა ბურჭულაძის უახლოესი გარემოცვის რამდენიმე წევრი, მათ შორის – ოჯახის წარმომადგენელიც. დაკავებულები ეჭვმიტანილნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გაფლანგვაში. ამჟამად ისინი ბრალის წარგენის პროცედურას გადიან.

სიახლეები

რუსეთმა ზაპოროჟიეში კოლონიას დაარტყა და 16 პატიმარი მოკლა

ზაპოროჟიის ოლქზე წუხელ ოკუპანტების მიერ მიტანილი 8 საჰაერო იერიშიდან დიდი მსხვერპლით დასრულდა ფუგასური საავიაციო...

ნიუ-იორკში ტერორისტმა 4 ადამიანი მოკლა და თავი მოიკლა

ნიუ-იორკში შეიარაღებულმა პირმა ოთხი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

უკრაინაში დაღუპული 23 წლის ვალერი ბაძაღუა მშობლიურ სოფელ ჯგალში გადაასვენეს

გუშინ, ღამის საათებში, წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის,...

პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალდება წარუდგინა

ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურსა...