მთავარისიახლეებისაბა სხვიტარიძეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება მოუხსნეს

საბა სხვიტარიძეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება მოუხსნეს

Published on

რეჟიმის პატიმარს, საბა სხვიტარიძეს, ბრალი გადაუკვალიფიცირდა.

საბა სხვიტარიძე სისხლის სამართლის წესით 5 დეკემბერს დააკავეს. სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს და 7-11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღევანდელ სხდომაზე საბა სხვიტარიძეს ბრალი გადაუკვალიფიცირეს 353 მუხლის მეორე ნაწილიდან 120 მუხლის პირველი ნაწილით. სრულიად ამოვარდა ბრალიდან პოლიციელზე თავდასხმის ნაწილი. პროკურატურამ აღიარა, რომ საბა სხვიტარიძემ არ იცოდა, რომ მირიან ქავთარაძე პოლიციელი იყო.

სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს:

“ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.”

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა.

შემდეგი სხდომა 26 აგვისტოს, 11 საათზე გაიმართება.

სიახლეები

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...

ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

"ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა. ამის შესახებ...