მთავარისიახლეებირუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა

Published on

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში An-24-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელზეც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. რუსული მედია წერს, რომ წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად ყველა მგზავრი დაიღუპა.

“სამძებრო სამუშაოების დროს Росавиация-ს Ми-8 ტიპის ვერტმფრენმა თვითმფრინავის ფიუზელაჟი აღმოაჩინა, რომელსაც ცეცხლი აქვს მოკიდებული. მაშველები შემთხვევის ადგილისკენ მიღწევას ცდილობენ” – ნათქვამია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში.

თვითმფრინავი, რომელსაც ციმბირის რეგიონში დაფუძნებული ავიაკომპანია Angara მართავდა, რადარებიდან მაშინ გაქრა, როცა იგი ამურის რეგიონში დანიშნულების ადგილს, ქალაქ ტინდას მიუახლოვდა.

რეგიონის გუბერნატორმა, ვასილი ორლოვმა აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით, ბორტზე იმყოფებოდა 43 მგზავრი, მათ შორის ხუთი ბავშვი, და ექვსი ეკიპაჟის წევრი.

საგანგებო სამსახურებმა РИА Новости-ს დაუზუსტეს, რომ თვითმფრინავი მთის ფერდობზე, ტინდადან 15 კილომეტრში აღმოაჩინეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ წინასწარი მონაცემებით გადარჩენილები არ არიან.

სიახლეები

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...

ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

"ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა. ამის შესახებ...