მთავარისიახლეებიჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით თავდაცვის ექს მინისტრი ლევან იზორია იკითხება

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით თავდაცვის ექს მინისტრი ლევან იზორია იკითხება

Published on

ჩორჩანას საქმეზე, პროკურატურაში გამოკითხვაზე თავდაცვის ექს მინისტრი, ლევან იზორია მივიდა. ექს მაღალჩინოსანმა გამოძიებას უნდა უთხრას, იცოდა თუ არა ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შესახებ, თუ გადაწყვეტილება გიორგი გახარიამ თვითნებურად მიიღო. სწორედ ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც გამოძიებას მოწმეებთან აქვს.

გამოკითხვაზე შესვლამდე ლევან იზორიამ მედიას უთხრა, რომ კომენტარს გამოკითხვის შემდეგ გააკეთებს. თავდაცვის ექს მინისტრმა არ უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა გახაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას.

ჩორჩანას საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. გუშინ თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია გამოიკითხა, რომელმაც თქვა, რომ საგუშაგოს ჩადგმის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.

ჯერჯერობით უცნობია, გამოიყენებს თუ არა მის ამ ჩვენებას “ოცნება” გიორგი გახარიას წინააღმდეგ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩვენება უკვე მისცეს:

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა;
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრე ტაბატაძემ;
მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა კახა კახიშვილმა;
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა;
შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა;
წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებელმა ვაჟა ლომიძემ.
სოფელ ჩორჩანას და წაღვლის მცხოვრებლებმა.
„ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ ექსპრემიერმა, გიორგი გახარიამ, 6 წლის წინ, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანაში, საპოლიციო საგუშაგო „ერთპიროვნული გადაწყვეტილებით“ აღმართა.

ცნობილია, რომ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.

უწყება ამბობს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, შეისწავლიან 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გიორგი გახარიას მიერ „განხორციელებულ ქმედებას“.

სიახლეები

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...

ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

"ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა. ამის შესახებ...