მთავარისიახლეებიწილოსანი- "საზღვარგარეთ მომუშავე მოქალაქეებს გასამმაგებულ ეკონომიკას ვთავაზობთ"

წილოსანი- “საზღვარგარეთ მომუშავე მოქალაქეებს გასამმაგებულ ეკონომიკას ვთავაზობთ”

Published on

ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ რაც თქვა ირაკლი კობახიძემ, სწორად გაიგო. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ვიზალიბერალიზაციამ, რა თქმა უნდა, გაამარტივა შრომითი მიგრაცია, რის შედეგადაც, თავისთავად გაიზარდა მიგრანტების რაოდენობა.

რაც შეეხება იმას, თუ რას ვთავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს, ვინც საზღვარგარეთ მუშაობენ, ეს არის გაორმაგებული და გასამმაგებული ეკონომიკა. 2012 წლის შემდგომ ქართული ეკონომიკა გასამმაგდა და ბოლო წლების მანძილზეც, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებისგან, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები მუშაობენ, ჩვენი ეკონომიკა იზრდება ორნიშნა ციფრით, ხოლო ევროპის საშუალო ეკონომიკური ზრდა 0.5%-თან არის მიახლოებული. შესაბამისად, ვთავაზობთ იმას, რომ საკუთარ სამშობლოში მათ ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა, რომ იშოვონ და იპოვონ ღირსეული სამუშაო და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ.

ამბობს ოცნების  დეპუტატი, ნინო წილოსანი.

სიახლეები

გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება

გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება - სწორედ 25 ივლისს ისარგებლებს საბოლოო სიტყვით...

სტრასბურგის სასამართლო ამაღლობელის საქმეზე ოცნებისთვის დასმულ კითხვებს ავრცელებს

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო (ECHR) ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით დასმულ...

ელენე ხოშტარიას და “დროას” ანგარიშები დააყადაღეს

ელენე ხოშტარიას და "დროას" ანგარიშები დააყადაღეს. ამის შესახებ ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. დამაყადაღენ. მეც...

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 23 ივლისს გაიმართება-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 23 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ...