მთავარისიახლეებირუსეთმა ხარკოვის ოლქი დაბომბა, დაიღუპა 2 ადამიანი

რუსეთმა ხარკოვის ოლქი დაბომბა, დაიღუპა 2 ადამიანი

Published on

10 ივლისს რუსეთმა ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის რეგიონი რამდენჯერმე დაბომბა.

იერიშის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 4 ადამიანი.

ინფორმაციას ხარკოვის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიების მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 10:00 საათზე მტერმა სოფელი კანცედალოვკა დაბომბა, შედეგად დაიჭრა 59 წლის ქალი.

მოგვიანებით რუსეთმა კუპიანსკში იერიში მიიტანა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე, შედეგად დაიღუპა ერთი კაცი.

დაახლოებით 14:20-ზე ოკუპანტებმა არტილერიით დაბომბეს სოფელი მირნოე, შედეგად დაიჭრა 57 წლის კაცი, ხოლო 72 წლის ქალმა ძლიერი სტრესული შოკი მიიღო.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...