მთავარისიახლეებილექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა

Published on

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. “ტვ პირველის” ოპერატორი 5 ივლისის სისხლიანი დარბევის მსხვერპლია! დარბევის, რომელიც ორგანიზატორებიც დღემდე არავის დაუსჯია და არავის გამოუძიებია ვინ დაგეგმა ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე და ფოტოგრაფებზე თავდასხმის სპეცოპერაცია თბილისის შუაგულში.

ლექსო ლაშქარავა ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად პრორუსული დაჯგუფების სამიზნე 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შერულების დროს გახდა. თავდასხმა ჩვენ რეპორტიორებზე “სირცხვილიას ” ოფისთან მოხდა. მათ თავს ძალადობრივი დაჯგუფების 10 -მდე წევრი დაესხა, თავისუფლება აღუკვეთეს და სასტიკად ცემეს. მიყენებული დაზანებების გამო ლექსოს ოპერაცია დასჭირდა, რამდენიმე დღეში კი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

“ტვ პირვველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სასიკვდილოდ ცემაში მსჯავრდებული დავით კუტალაძე, და სხვა მოძალადეები პატიმრობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

2022 წელს, ლექსო იუნესკომ, მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. ამ სიაში ლაშქარავა მეორე ჟურნალისტია, ვინც იუნესკომ საქართველოში მშვიდობიან ხანაში მოკლულად მიიჩნია. საქართველოდან იუნესკოს სიაში პირველი ჟურნალისტი გიორგი სანაია იყო, რომელიც 2001 წლის ივლისში მოკლეს.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...