მთავარისიახლეებისაზოგადოებასაბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

Published on

19 წლის სინდისის პატიმარს, საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი პირების უკმაყოფილება მოყვა.

დასკვნით პროცესზე საბა ჯიქიამ საბოლოო სიტყვა წარმოთქვა და განაცხადა, რომ ახალგაზრდული წლების ციხეში გატარება არ უნდა, თუმცა დაკავებასაც ჰქონდა დადებითი მხარეები, მან ახალი ოჯახი შეიძინა.

მადლობა რომ მომეცით საშუალება სამშობლოსთვის დამემტკიცებინა სიყვარული და მებრძოლა იდეისთვის,” – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის სინდისის პატიმარს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. გდდ-ს სპეცრაზმელმა, ბექა გოტიაშვილმა, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს, სასამართლოზე თქვა, რომ 1 დეკემბერს აქციაზე, წაიქცა/წააქციეს, რის შემდეგაც ერთ–ერთმა პირმა მას ფეხი ჩაარტყა. მისივე თქმით, დაზიანება არ მიუღია.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...