მთავარისიახლეებიასეთი კანონმდებლობით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება-ფიშერი

ასეთი კანონმდებლობით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება-ფიშერი

Published on

ევროკავშირში გასაწევრიანებლად, კანდიდატმა ქვეყანამ, ეს არჩევანი არ არის და არც განხილვის საკითხია, სრულიად უნდა მიიღოს ევროკავშირის კანონმდებლობა. ევროკავშირი კანონისმიერი ერთობაა რისი არსიც ის არის, რომ ჩვენ ყველას მსგავსი კანონმდებლობა გვაქვს. თუკი ევროკავშირის წევრი ხარ, ევროპული კანონმდებლობა შენი კანონმდებლობაა. როგორც კი ამას შეასრულებ, შეგიძლია გაწევრიანდე. თუკი ამას არ აკეთებ, ვერ გაწევრიანდები. საქართველო იღებს კანონებს, რომლებიც ევროპულს არ შეესაბამება.

[…] ქმედითი ლიბერალური დემოკრატიის არსებობა, რაც ევროკავშირს ნიშნავს და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ინსტიტუტები [ევროკავშირის კანონმდებლობის] უმნიშვნელოვანესი სფეროებია. საქართველო კი იღებს კანონებს, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ამ საბაზისო ელემენტებს. ასეთ კანონმდებლობით თქვენ უბრალოდ ვერ გაწევრიანდებით. არავინ არის ვალდებული გაწევრიანდეს ევროკავშირში, ეს სრულად ნების საკითხია, მაგრამ ასეთი კანონმდებლობით საქართველო წევრი ვერ გახდება.

თქვა საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...