მთავარისიახლეებიმამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები-ონისე ცხადაძე

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები-ონისე ცხადაძე

Published on

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? – ასე მიმართა სინდისის პატიმარმა ონისე ცხადაძე სასამართლოს, რომელსაც მამა რამდენიმე დღის წინ გარდაეცვალა.

ბრალდებულმა მსახიობმა დღეს განსასჯელის სკამიდან პროკურორებს და მოსამართლეს პირდაპირ უთხრა, რომ მათი სამძიმარი არაფერში სჭირდება.

საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 პირის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.
ცხადაძის თქმით, მის მშობელს გული აქამდე არასოდეს აწუხებდა და არც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონია – “პირველად მისი ხელი გულზე მაშინ დავინახე, როცა მე მაკავებდნენ”.

გულწრფელად, ირონიისგან დაცლილად, მინდა ვკითხო პროკურორებს, მე თუ მომიკლავს ვინმე? ვის რა ჯანდაბად სჭირდება [თქვენი სამძიმარი]. რა ასაკშიც მამაჩემი გრდაიცვალა, მის სისხლში არავინ გარდაცვლილა.
მამაჩემს არაფერი დაუშავებია, არც გული აწუხებდა.

ეს დღეებია სულ ვფიქრობ სამაგიერო როგორ გადაგიხადოთ. ჩემთვის მკვლელები ხართ, არ ვაპირებ ადამიანურად არ გაპატიოთ, მაგრამ მე თქვენ პორობას გაძლევთ, მოვა დრო სამართლებრივად ყველას მოგეთხოვებათ, აი იმ ბიჭსაც იქ რომ ზის და გონია რომ არაფერი მოეთხოვება.
მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშაავები. ციხეში ვიგებ რომ მამაჩემი მკვდარი ჭიშკართან იპოვეს. გესმით რას გიყვებით?

ბავშვობაში რომ რამე დამიშავებია, ახლაც მახსენდება და ის მაწუხებს. რამე ასეთი გრძნობა არ გაქვთ? ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება, მაგრამ ქვეყანა მეცოდება. მე სიკვდილის შიში დიდი ხანია დამარცხებული მაქვს, ახლა კიდევ ერთი მიზეზი დამემატა. ერთი თხოვნა მექნება, ჩემზე ნუ იდარდებთ, ქვეყანას მიხედეთ.

ხალხს ვუხდი მადლობას სოლიდარობისთვის. რაც მოხდა ეს ჩემი პირადი ტრაგედიაა, ამით მე უნდა ვიცხოვრო, ხვალ შეიძლება მე მოვკვდე, ასეთი ბრძოლაა, კაციჭამიები გვებრძვიან” – თქვა ონისე ცხადაძემ.

სიახლეები

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...

სტრასბურგმა ე.წ. FARA-ზე და გრანტების კანონზე საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო

ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. FARA-ს ანალოგთან და გრანტების...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, 30 ივნისის ღამის 04:00 საათზე დედაქალაქზე დრონებით შეტევა დაიწყო,...