ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც გუშინ საკუთარი საბოლოო გადაწყვეტილება გააჟღერეს და განაცხადეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, დარჩენილ ორ პარტიას მოუწოდებენ, მათ ბოიკოტს შეუერთდნენ.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია ბარამიძე პირდაპირ ამბობს, რომ “რეჟიმის სპეცოპერაციაში” მონაწილეობა იმ პროტესტის ღალატია, რომელსაც ქართველი ხალხი უწყვეტად აწარმოებს.
არჩევნები რომ გინდა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსული კრიმინალური და მოღალატეობრივი რეჟიმის სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მოღალატეობრივი და კრიმინალური რეჟიმი რაღაც პროცესს დაარქმევს არჩევნებს და შესაბამისად, ამგვარ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არათუ არ შეიძლება, ეს იქნება ღალატი იმ პროტესტისა, იმ ჩვენი ქართული, პატრიოტული საზოგადოებისა, რომელიც უკვე 7 თვეა უწყვეტად აპროტესტებს ამ რუსული მოღალატეობრივი რეჟიმის მიერ ხელისუფლების მიტაცებას, 2024-ში არჩევნების გაყალბებას, – ამბობს გია ბარამიძე.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, თენგო თევზაძე გახარიას და “ლელოს” ეუბნება, რომ ბრძოლის ხაზი “რეჟიმთან თანამშრომლობაზე” არ გადის. მისი თქმით, ბრძოლა მხოლოდ წინააღმდეგობა და დაუმორჩელბლობაა.
ჩვენ არ შევდივართ კრიმინალურ არჩევნებში და ასევე იმ პარტიებს, ვინც ვერ ჩამოყალიბდა, და ასეთი დარჩა ორი, რომელიც პოზიციონირებს და უშვებს, რომ შეიძლება, ითანამშრომლოს „ლელომ“ და გახარიას პარტიამ კრიმინალურ რეჟიმთან, ჩვენ ვეუბნებით, რომ თანამშრომლობაზე არ გადის ბრძოლის ხაზი. ბრძოლის ხაზი გადის წინააღმდეგობაზე, დაუმორჩილებლობაზე და ართანამშრომლობაზე, – ამბობს
“თვაისუფლების მოედნის” ლიდერი ლევან ცუცქირიძე ყურადღებას კოორდინირებულად მუშაობაზე ამახვილებს. პოლიტიკოსი გახარიას გუნდს და “ლელოს” მოუწოდებს, მათ პროტესტს შეუერთდეს.
ის, რაზეც ჩვენ ვთქვით, რომ ერთმანეთთან კოორდინირებულად ვიმუშავებთ, მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტ ადამიანთან მივიტანოთ ჩვენი სიმართლე, კიდევ უფრო მეტი თანამოქალაქე ჩავრთოთ ამ ბრძოლაში, კიდევ უფრო მეტად დავასუსტოთ ეს რეჟიმი და მემგონი, ეს ყველას ინტერესია და ასევე, მოვუწოდებ ყველა იმ პარტიას, ვინც დღეს ჩვენ საერთო განცხადებაზე არ იყო, რომ შემოუერთდნენ, იმიტომ, რომ ეს არის საერთო ბრძოლა, – ამბობს
“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და გედევენ ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს – ამის შესახებ „დროას“ დამფუძნებელმა გუშინ პარლამენტთან განაცხადა.
შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება პოლიტიკოსებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ხოშტარიას თქმით, 8 ოპოზიციურმა პარტიამ შეთანხმებას მიაღწია 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არმონაწილეობასთან დაკავშირებით.
ამ რვა პარტიას შორის არ არიან არც „ლელო“ და არც გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“