მთავარისიახლეებიგახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

Published on

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება.

“გახარია მეორე წერილით, წინასწარ გვეუბნება უარს მობრძანებაზე, ასაბუთებს თუ რატომ არ და ვერ მოდის, ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენ ჩვენი წარმოდგენა თუ რატომ გაიქცა ის ქვეყნიდან, მაშინ, როცა მან პირადად სახლში ჩაიბარა წერილი და არ უთქვამს ჩვენთვის, რომ დაგეგმილი ჰქონდა ქვეყნიდან გასვლა. […] როდესაც პრინციპული პოზიცია დავიკავეთ, ამის მერე, მან დაიწყო ონლაინ ჩართვაზე აპელირება და მოთხოვნა რომ ჩამრთეთო. ფაქტია, რომ მას […] არავინ არ ვართ აქ გულუბრყვილოები, მას არ ჰქონდა თავიდან რჩევა მიღებული, შემდეგ მიიღო შესაბამისი იურისტი ქალბატონებისგან წერილი და მიგვანიშნებს ამ წერილებით, რომ “არ ჩავდივარ დანაშაულს”… ამას ვეძახით კვალის წაშლას, რომ არ არის “დანაშაულის შემადგენლობა” და ბურთს გვიგდებს მოედანზე. ჩვენ არც ბურთის გვეშინია და არც მისით თამაშის, მაგრამ თამაშის დრო არ არის

[…] არ ვეუბნებით გახარიას ჩართვაზე უარს, მაგრამ მოთხოვნა არის კომისიის, რომ უზრუნველყოს საამისოდ, 2 ივლისს, ტექნოლოგიურად და ლოგისტიკურად ჩართვისათვის ნორმალური პირობები და ხელი შეუწყოს სხდომის სრულფასოვან გამართვას, რაც გამორიცხავს ნებისმიერ სხვაგვარ ქმედებას. სანამ თავმჯდომარე არ იტყვის, რომ ბატონი გახარიას ასხნა-განმარტების ნაწილში სხდომა ამოწურულია, მას ექნება ჩვენთან ერთად ყოფნის ვალდებულება. […] ეს სხდომა არ იქნება ხანმოკლე. მოვუსმინოთ, თბილისის დროით, 2 ივლისს, არაუადრეს 16:00 საათზე”. – თქვა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, გახარია კომისიაზე მეორედ 23 ივნისს იყო დაბარებული.

გახარია, პარტიის განცხადებით, საქართველოში არ იმყოფება და კომისიაზე მისვლას ვერ შეძლებდა, თუმცა მზად იყო სხდომაზე დისტანციურად გამოკითხვისთვის.

14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვახტანგ გომელაური საბოტაჟის მუხლით გამოძიების ფარგლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანაში ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებასთან დაკავშრებით იკითხებოდა.

უწყების ცნობით, საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად ინფორმაციას მიაწვდიან.

ცნობისთვის, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია 2019 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტყეში საგუშაგო განთავსდა. საპასუხოდ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების” სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა და ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა, რაც შსს-მ არ დააკმაყოფილა.

გახარიას თქმით, აღნიშნული ქმედებით გადარჩა 1800 ჰექტარი, რომლის მითვისებაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 1992 წლის “ფეიკ რუკით” ცდილობდა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გვარამიას საქმეზე განაჩენი 1-ელ ივლისს გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი 1 ივლისს, 10:30 საათზე...