მთავარისიახლეებისამართალიპირს, რომელმაც თელავში ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დააყაჩაღა, ბრალი წარუდგინეს

პირს, რომელმაც თელავში ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დააყაჩაღა, ბრალი წარუდგინეს

Published on

საქართველოს პროკურატურამ, თელავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 ივნისს, თელავში წარსულში არაერთხელ ნასამართლევი ბრალდებული, ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მომუშავე დაზარალებულს ცივი იარაღით თავს დაესხა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულადი თანხის გადაცემა მოსთხოვა.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238’ მუხლის მე-2 ნაწილით (ცივი იარაღის ტარება) და 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...