მთავარისიახლეებიპოლიტიკამხოლოდ ერთი ამბიცია მაქვს: ერთობით გადავარჩინოთ ეს ქვეყანა! - სალომე ზურაბიშვილი

მხოლოდ ერთი ამბიცია მაქვს: ერთობით გადავარჩინოთ ეს ქვეყანა! – სალომე ზურაბიშვილი

Published on

“იშლებიან ისინი, ვძლიერდებით ჩვენ, მადლობა თქვენ!”-ასე მიმართა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს. დღევანდელ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მან ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ დიქტატურის და რეჟიმის დამარცხება სწორედ ერთად დგომითაა შესაძლებელი.

რეჟიმი ვერ იმარჯვებს, ეს ხომ ჩანს თქვენი აქ დგომით… გეგმა არის ერთობა და იქნება ერთობა, სანამ ვერ მივაღწევთ შედეგს და შედეგი სახეზეა, შედეგი არის ის რომ “ქართულ ოცნებაში” დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა, სრული უნდობლობაა ერთიმეორესი, ვიღაცის ჩამოშორება, რაღაც წმენდები გაუგებარი. ეს არის დიქტატურის ბოლო ეტაპი და ეს არის თქვენი გამარჯვება… ეს არის მათი ბოლო სტადია…
ერთობა არის გამარჯვება.

გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც ბოიკოტით, არც შიმშილობით, არც არაფერი სხვა ხერხით. ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა, ყველა ერთად რომ დავდგებით და წინააღმდეგობა იქნება ერთიანი და ვერავინ ამაში ვერ შეიტანს უთანხმოებას. ეს ვიცით, ვგრძნობთ, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვუძლებთ.

გასაგები არის, რომ სხვადასხვა აზრები უნდა არსებობდეს, უნდა იყოს დისკუსია, მაგრამ მე თუ მეკითხებით და ნუ მეკითხებით ჩემი პოზიცია იმ თუ ამ შემოგდებულ თემაზე რა არის, იმიტომ, რომ ჩემი პოზიცია არის მხოლოდ ერთი – სადაც ერთობაა, იქ ვარ მე და არსად სხვაგან. თუ მეკითხებით, მე რა ამბიცია მაქვს, მე მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ.

მე თუ მეკითხებით, სად ვიქნები ხვალ, ვიქნები იქ, სადაც იქნება თქვენი, ჩვენი, ყველას ერთობა, მე სხვა სიტყვა არ ვიცი” -ამბობს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

სიახლეები

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები – დაკავებულია 12 პირი-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის ფარგლებში, ბოლო პერიოდში დედაქალაქსა და...

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის დაურ ისმაილოვის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს - გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

მოჯთაფა ხამენეი კომაშია – ირანის ახალ სულიერ ლიდერს ყუმში მკურნალობენ

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია და მას ქალაქ ყუმში მკურნალობენ, -...

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...