მთავარისიახლეებიპოლიტიკაარ მაქვს ილუზია, რომ რეჟიმი გაკეთილშობილდება ჩვენი შიმშილობის გამო - გედევან ფოფხაძე

არ მაქვს ილუზია, რომ რეჟიმი გაკეთილშობილდება ჩვენი შიმშილობის გამო – გედევან ფოფხაძე

Published on

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტთან პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. ისინი ამ ფორმით დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სოლიდარობას უცხადებენ. ხოშტარიასა და ფოფხაძის შიმშილობის აქტს შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვა და ბაჩო კუცია. ორივე პოლიტიკოსი დღეს თავს ნორმალურად გრძნობს, თუ არ ჩავთვლით ელენე ხოშტარიას მაღალ წნევებს.

გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტენ, თუ რაიმე უფრო მძაფრი პოლიტიკური პროცესი დაიწყება.

„პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ რეალურად არ დავინახავთ ამ პროტესტის მიმართ საზოგადოების და რეჟიმის დამოკიდებულებას. ჩვენ ვაპროტესტებთ რეალობას, რომელიც შეიქმნა, მაგრამ იმის ილუზია არ გვაქვს, რომ რეჟიმი ადგება და უცებ გაკეთილშობილდება იმის გამო, რომ რამდენიმე ადამიანმა შიმშილობა გამოაცხადა. ამ ფორმით რეჟიმის ქმედებების გაპროტესტება ერთგვარად ქმნის პოლიტიკური სპექტრისთვის და საზოგადოებისთვის დამოკიდებულების სტანდარტს, რაც ხდება. ქვეყანა უბედურებისკენ მიდის. ჩვენ ამ რეალობას მაყურებლის როლში არ უნდა შევხვდეთ.

ქართულ ხასიათში არის ტანკებთან დახვედრა ლაღად, სალაღობოს სიმღერით. თუ რეჟიმი რაღაც გარდაუვალი მოცემულობაა, შეუპოვარი და დაუმორჩილებელი დამოკიდებულებით უნდა მივიღოთ ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ერთიანი და შეკრული იქნება. ოპოზიციური სპექტრი დაუპირისპირდება ამ გამოწვევებს, რაც დღეს არის რუსული რეჟიმის მხრიდან.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე თავს ნორმალურად ვგრძნობ. ელენეს ჯანმრთელობის პრობლემები ისედაც აქვს, გუშინ მაღალი წნევა ჰქონდა. არ მგონია, რაიმე საფუძველი იყოს იმის, რომ ამის გამო შევწყვიტოთ აქცია. თუ აქციის შეწყვეტა მოგვიწევს, ალბათ, იმ ფონზე, რომ რაღაც უფრო მძლავრი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი დაიწყება რეჟიმის დასამთავრებლად“,- აღნიშნავს ფოფხაძე.

სიახლეები

აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე დღეს სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა....

უკრაინა მზად არის, იმუშაოს აშშ-ის სამშვიდობო წინადადებებზე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზად არის იმუშაოს ომის დასრულებაზე ამერიკის მიერ...

დაკავების მერე, ქეთი ხუსკივაძეს სილურჯეები აღენიშნება, ტკივილსაც უჩივის – ადვოკატი

აქციაზე დაკავებული ლექტორი, ქეთევან ხუსკივაძე მისმა ადვოკატმა, მარიამ კალანდაძემ მოინახულა. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავების...

ძალადობა 21 წლის ქალზე – სასამართლომ ქმარი და მამამთილი პატიმრობაში გაუშვა

ძალადობა 21 წლის ქალზე - სასამართლომ ქმარს, დათა პაპავას და მამამთილს, კობა პაპავა აღკვეთი...