მთავარისიახლეებისასამართლომ ნიკა მელიას 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

სასამართლომ ნიკა მელიას 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

Published on

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალა – გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოიტანა.

გალუსტაშვილმა განაჩენს ასევე დაუმატა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით, 2019 წლის საქმეზე, სადაც მელიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ.

ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, დღეს ნინო გალუსტაშვილმა 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა გივი თარგამაძეს.

24 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ვაშაძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

23 ივნისს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა ლელოს ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს 23 ივნისს 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ამასთან ერთად, აუკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება – გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.

ჯაფარიძე და ხაზარაძე პოლიციამ პარტიის ოფისში დააკავა.

ასევე 23 ივნისს იგივე ბრალდებით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

პარტია ახალის ლიდერი ნიკა მელია 29 მაისის საღამოს, ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს. მოგვიანებით, მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მელიას წინააღმდეგ საქმე ასევე აღძრულია წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.

14 მაისს, გირაოს გადაუხდელობის გამო პატიმრობა შეეფარდა ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილსაც.

13 ივნისს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობა შეეფარდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას.

სიახლეები

მედია- ტრამპი და ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ ღაზაში ომი ორ კვირაში უნდა დასრულდეს

ებრაული მედიის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზის სექტორში ომის...

მიხეილ სააკაშვილი თარგამაძეზე-მისი დაპატიმრება პირდაპირ მოსკოვის ბრძანებით ხდება

ჩემი ახლო მეგობარი და თანამებრძოლი, გივი თარგამაძე არის მთელი პოსტ საბჭოთა სივრცისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა. 2004...

თელავში პოლიციელის მიერ დაჭრილი 65 წლის კაცი გარდაიცვალა

თელავში პოლიციელის მიერ დაჭრილი 65 წლის კაცი გარდაიცვალა. თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით ლევან შამრელაშვილი...

საქართველოზე ზეწოლას პუტინის მარიონეტული რეჟიმი ახდენს-უილსონი

საქართველოზე ზეწოლას პუტინის მარიონტული რეჟიმი ახდენს – ამის შესახებ ჯო უილსონმა ჰელსინკის კომისიაში სიტყვით...