მთავარისიახლეებისააკაშვილი არის ისტორიული ტიპი, ომი არდაუწყია სააკაშვილს

სააკაშვილი არის ისტორიული ტიპი, ომი არდაუწყია სააკაშვილს

Published on

მინდა, ხელი გავუწოდო სააკაშვილს, ის ისტორიული ტიპია საქართველოში, გაატარა ისეთი ეფექტური რეფორმები, რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ომი არ დაუწყია და მას „უთავბოლობის გამო აკრიტიკებდა“.

„მინდა, ხელი გავუწოდო სააკაშვილს. ფაქტია, მასზე არასდროს კარგი არ მითქვამს, მაგრამ შევხედოთ ასე: სააკაშვილი არის ძალიან დიდი ტიპი, ისტორიული ტიპი საქართველოში. რამდენიმე კარგს ვიტყვი, მარტო ცუდს არ ვფიქრობ მასზე. ცუდსაც ვიტყვი და წინაპირობა მაქვს ერთი, რომ ხელი ჩამოვართვათ შერიგებისა, სააკაშვილამდე არ მიმიშვებენ, მაგრამ აქედან ვუწვდი ხელს – სააკაშვილი იყო ტიპი, რომელმაც ჭაობიდან ამოიყვანა ეს ქვეყანა და ქვეყანა კორუფციისგან გაწმინდა. ეს არის ფაქტი. გაატარა ისეთი ეფექტური რეფორმები, რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა. ფაქტია, რომ პოლიცია პოლიციას დაემსგავსა, საბაჟო საბაჟოს დაემსგავსა… დიდი რეფორმები გაატარა, დიდი ისტორიული ნაბიჯები გადავდგით და წუმპიდან ამოვედით. ეს არის ფაქტი.

მეორე ამბავი, რაც მე მომწონს – ომი არ დაუწყია სააკაშვილს, ომი არ დაუწყია საქართველოს. ცხინვალიც, ჯავაც, ზნაურიც და როკის გვირაბიც არის საქართველოს ტერიტორია. მე ვაკრიტიკებდი სააკაშვილს უთავბოლობის გამო“, – განაცხადა ელისაშვილმა.

სიახლეები

მოჯთაფა ხამენეი კომაშია – ირანის ახალ სულიერ ლიდერს ყუმში მკურნალობენ

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია და მას ქალაქ ყუმში მკურნალობენ, -...

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...