მთავარისიახლეებიმედია- ტრამპი და ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ ღაზაში ომი ორ კვირაში უნდა დასრულდეს

მედია- ტრამპი და ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ ღაზაში ომი ორ კვირაში უნდა დასრულდეს

Published on

ებრაული მედიის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზის სექტორში ომის დასრულებისკენ უბიძგებს ირანის წინააღმდეგ 12-დღიანი წარმატებული სამხედრო კამპანიის შემდეგ.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის, Kan-ის ცნობით, ტრამპის მოთხოვნა, ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესის გაუქმების შესახებ, ამ ძალისხმევას უკავშირდებოდა.

ცნობისთვის, ტრამპმა 25 ივნისს Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში ისრაელს პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეწყალებისკენ ან კორუფციის საქმეზე სასამართლოს გაუქმებისკენ მოუწოდა და დაამატა, რომ აშშ ნეთანიაჰუს ისევე გადაარჩენს, როგორც მან ისრაელი გადაარჩინა.

ტრამპი ნეთანიაჰუს შეწყალებას ან მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის გაუქმებას ითხოვს

მედიის ინფორმაციით, ნეთანიაჰუსთან დაახლოებულმა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ტრამპის მხრიდან აღნიშნული პოსტის გამოქვეყნება “უმიზეზოდ არ მომხდარა”.

“ეს ნაწილია უფრო ფართო ნაბიჯის, რომელიც მიზნად ისახავს ღაზაში ომის დასრულებას, ყველა მძევლის გათავისუფლებას, ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესის შეწყვეტასა და სერიოზულ რეგიონულ ნაბიჯს,” თქვა მაღალჩინოსანმა.

ამავე წყაროს მიხედვით, ტრამპმა პოსტი იმისთვის გამოაქვეყნა, რომ “ისრაელში საზოგადოებრივი აზრი ნეთანიაჰუს შეწყალების პროცესისთვის შეემზადებინა”.

Kan-ის ცნობით, სამთავრობო კოალიციის წევრები აპირებენ, ტრამპის პოსტი გამოიყენონ, რათა წინ წაწიონ კანონპროექტი ან ჩაერთონ პროცესში, რომელიც საბოლოოდ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესის შეჩერებით დასრულდება.

ამასთან, გამოცემა Times of Israel წერს, რომ აღნიშნული ცნობა თანხვედრაში იყო Channel 12-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომ ნეთანიაჰუს ადვოკატი ბოლო პერიოდში ჩართული იყო საპროცესო გარიგების მოწყობის წარუმატებელ მცდელობაში.

პარალელურად, გაზეთი Israel Hayom-მა დაწერა, რომ ღაზაში ომის დასრულებაზე პრეზიდენტ ტრამპის გეგმის ფარგლებში, აბრაამის შეთანხმებას ახალი ქვეყნებიც შეუერთდებიან, ხოლო ისრაელს მოეთხოვება, ვალდებულება აიღოს სამომავლოდ პალესტინური სახელმწიფოს შექმნის შესახებ.

გაზეთის მიხედვით, ტრამპმა ღაზაში ომის დამთავრების საკითხი ორშაბათს ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას წამოაყენა. წყაროზე დაყრდნობით Israel Hayom წერს, რომ ორი ქვეყნის ლიდერი ღაზის სექტორში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ომის დამთავრებაზე შეთანხმდნენ, რის ფარგლებშიც ისრაელი სამხედრო მოქმედებებს შეაჩერებს, ხოლო ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას დარჩენილი 50 მძევლის გათავისუფლება მოუწევს.

გაზეთის ცნობით, შემუშავებული გეგმის ფარგლებში ამის შემდეგ ღაზის სექტორიდან ჰამასის ხელმძღვანელობის გაძევება მოხდება, ხოლო მათ ნაცვლად ღაზის მართვაზე პასუხისმგებელი რეგიონის ოთხი ქვეყანა გახდება, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეგვიპტეც.

ამასთან, Israel Hayom-ის ინფორმაციით, ღაზის სექტორის რეაბილიტაციის გეგმის ფარგლებში, იქ მცხოვრებ მოსახლეობას შეეძლება, სურვილის შემთხვევაში, რამდენიმე მეზობელ სახელმწიფოში ემიგრირდნენ, თუმცა, გამოცემას არ დაუკონკრეტებია პოტენციური ქვეყნების სახელები.

გავრცელებული ინფორმაციით, შემუშავებული გეგმის ფარგლებში ტრამპი და ნეთანიაჰუ ასევე შეთანხმდნენ, რომ ისრაელს სამომავლოდ პრობლემის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაჭრისადმი მხარდაჭერის გამოხატვა მოუწევს, რაც პალესტინური ადმინისტრაციის (PA) მხრიდან რეფორმების გატარებაზე იქნება დამოკიდებული. ამის სანაცვლოდ, აშშ დასავლეთ სანაპიროს რამდენიმე ნაწილზე ისრაელის სუვერენიტეტს აღიარებს.

გაზეთის მიხედვით, ღაზაში ომის დასრულებისა და ორი სახელმწიფოს პრინციპის მიმართ ისრაელის მხრიდან ვალდებულების აღების შემდეგ, აბრაამის შეთანხმების ფარგლებში ისრაელთან კავშირებს საუდის არაბეთი და სირიაც დაამყარებენ.

სიახლეები

სასამართლომ ნიკა მელიას 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას 8 თვით პატიმრობა...

მიხეილ სააკაშვილი თარგამაძეზე-მისი დაპატიმრება პირდაპირ მოსკოვის ბრძანებით ხდება

ჩემი ახლო მეგობარი და თანამებრძოლი, გივი თარგამაძე არის მთელი პოსტ საბჭოთა სივრცისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა. 2004...

თელავში პოლიციელის მიერ დაჭრილი 65 წლის კაცი გარდაიცვალა

თელავში პოლიციელის მიერ დაჭრილი 65 წლის კაცი გარდაიცვალა. თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით ლევან შამრელაშვილი...

საქართველოზე ზეწოლას პუტინის მარიონეტული რეჟიმი ახდენს-უილსონი

საქართველოზე ზეწოლას პუტინის მარიონტული რეჟიმი ახდენს – ამის შესახებ ჯო უილსონმა ჰელსინკის კომისიაში სიტყვით...