მთავარისიახლეებიუკრაინამ და ევროსაბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

უკრაინამ და ევროსაბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

Published on

25 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

მანამდე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ბერსეს აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელის მოწერის უფლებამოსილება მიანიჭა.

24 ივნისს უკრაინის პრემიერმინისტრის მოადგილემ, ოლგა სტეფანიშინამ აღნიშნა, რომ სპეციალურ ტრიბუნალს იურისდიქცია რუსეთის პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნების მიმართაც ექნება. სტეფანიშინას თქმით, ტრიბუნალი შეეხება აგრესიის დანაშაულის ყველა ასპექტს, მათ შორის დაგეგმვას, მომზადებას, ინიცირებას და შესრულებას.

Ukrainskaya Pravda წერს, აღნიშნულ ტრიბუნალს საერთაშორისო სამართლის ძალა ექნება და არა ეროვნული ან ჰიბრიდული სტრუქტურის. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამას რომის სტატუტის 8-bis მუხლი უზრუნველყოფს.

ასევე, გამოცემის ცნობით, ტრიბუნალს განაჩენის გამოტანა ბრალდებულთა არყოფნის შემთხვევაშიც შეეძლება. კერძოდ, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ და შესაძლოა ბელარუსისა და ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობის წინააღმდეგაც.

სიახლეები

გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი დახურეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, განსასჯელის სკამზე ზის. თბილისის...

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები – დაკავებულია 12 პირი-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის ფარგლებში, ბოლო პერიოდში დედაქალაქსა და...

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის დაურ ისმაილოვის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს - გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

მოჯთაფა ხამენეი კომაშია – ირანის ახალ სულიერ ლიდერს ყუმში მკურნალობენ

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია და მას ქალაქ ყუმში მკურნალობენ, -...