მთავარისიახლეებისაზოგადოება"ოცნება" "სიტყვისა და გამოხატვის შესახებ" კანონიდან აზრისა და მოწოდების თავისუფლების მუხლის ამოღებას...

“ოცნება” “სიტყვისა და გამოხატვის შესახებ” კანონიდან აზრისა და მოწოდების თავისუფლების მუხლის ამოღებას გეგმავს

Published on

“ქართული ოცნება” “სიტყვისა და გამოხატვის შესახებ” კანონიდან აზრისა და მოწოდების თავისუფლების მუხლის ამოღებას გეგმავს – ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილებოდა.

საუბარია “სიტყვისა და გამოხატვის შესახებ” კანონის მეოთხე მუხლზე, სადაც ნათქვამია, რომ “აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით. მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რაც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ ან არსებით საფრთხეს”.
“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ცვილების ინიციატორს, დავით მათიკაშვილს ჰკითხა:

როგორც წესი, ცილისწამებასთან დაკავშირებით გამოიყენებენ გამოთქმას: „სავარაუდოდ“, „მე მაქვს გონივრული ეჭვი“ და ა.შ. პირობითად ვამბობ, [იტყვიან] სავარაუდოდ, ბატონმა დავითმა ჩაიდინა ესა და ეს და იმას, მერე აღარავინ მიაქცევს ყურადღებას. მეოთხე მუხლით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით. მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. ახლა რანაირად გამოვა ეგ? იმიტომ, რომ ამას [მეოთხე მუხლს] აუცილებლად გამოიყენებენ.” – თქვა ჯაფარიძემ.

მათიკაშვილმა დასმულ კითხვას უპასუხა, რომ ცვლილებების ფარგლებში, მუხლი აზრისა და მოწოდების თავისუფლების შესახებ ამოღებულია კანონიდან.

გავითვალისწინებთ ახლა, რომ ეგ დათქმა აღარ არსებობდეს”, – განაცხადა მან.

სიახლეები

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები – დაკავებულია 12 პირი-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის ფარგლებში, ბოლო პერიოდში დედაქალაქსა და...

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის დაურ ისმაილოვის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს - გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

მოჯთაფა ხამენეი კომაშია – ირანის ახალ სულიერ ლიდერს ყუმში მკურნალობენ

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია და მას ქალაქ ყუმში მკურნალობენ, -...

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...