მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი გახარიას და მისი გუნდის 12 წევრს საპარლამენტო მანდატებს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას...

გიორგი გახარიას და მისი გუნდის 12 წევრს საპარლამენტო მანდატებს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაუუქმებენ

Published on

ექსპრემიერ გიორგი გახარიას და “გახარია საქართველოსთვის” 12 წევრს საპარლამენტო მანდატებს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაუუქმებენ.

“ქართული ოცნების” წევრის გია ვოლსკის განცხადებით, გახარია რეგლამენტს არღვევს და რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში კონკრეტული ზომები უნდა იქნას მიღებული. მან ეს შემთხვევა თავის გაცდენილ სხდომას შეადარა, რის გამოც ერთი დღის ხელფასი დააკლეს.

იცით, რომ არ დავეთანხმო არგუმენტი არ მაქვს, ვინაიდან რეგლამენტი არსებობს და არ აქვს მნიშვნელობა მე რომელ პარტიას წარმოვადგენ ამ შემთხვევაში.

რეგლამენტს არღვევს და რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში კონკრეტული ზომები უნდა იქნას მიღებული.

მე პირადად გავაცდინე რაღაც სხდომა, ვერ მოვიტანე შესაბამისი დასაბუთება, საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია ამასთან დაკავშირებით და ერთი დღის ხელფასი დამაკლეს.

რომ გვინდოდეს სხვა მექანიზმიც არსებობს ჯერ ეს ერთი, მერე მეორე, ეს არ არის დამოკიდებული ჩვენ სურვილზე. ეს არის დამოკიდებული რეალურ ფაქტებზე, რომელიც უნდა დაიდოს, გამოძიება ჩატარდეს და პირუთვნელი ფაქტები დაიდოს,” – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობილია, რომ ექსპრემიერი თეა წულუკიანის კომისიაზე 2 ივლისს ხელმეორედ დაიბარეს. კომისიაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ “ქართული ოცნება” გახარიასთვის საპარლამენტო მანდატის მოხსნას დაჩქარებულად შეეცდება, რათა მის ციხეში ჩასმას იმუნიტეტმა ხელი არ შეუშალოს.

ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით, „ოცნების“ პარლამენტში გახარიას პარტიიდან 12 წევრი მოხვდა. “გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო სიის გაუქმების მოთხოვნით ცესკოსთვის არ მიუმართავს.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...